მთავარისიახლეებისაზოგადოება"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა 9 აპრილს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა 9 აპრილს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს [Video]

Published on

32  წელი  გავიდა 1989 წლის 9 აპრილის საშინელი ტრაგედიიდან, რომელსაც თავისუფლებისთვის მებრძოლი უდანაშაულო ადამიანები შეეწირა.

ამ დღესთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისმა პატივი მიაგო ცხრა აპრილს დაღუპულ გმირებს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის და ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრის გია მამფორიას თქმით, ბოლო წლები უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ 26 მაისს, მისი აზრით კი, 9 აპრილი მარტო გლოვის დღე კიარა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეცაა, რადგან 9 აპრილს მოეწერა ხელი საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...