მთავარისიახლეებიპოლიტიკაწუხელ ბათუმში, “სირცხვილიას"ოფისში პოლიციელები შეიჭრნენ და ახალგაზრდები წიხლქვეშ გაიგდეს

წუხელ ბათუმში, “სირცხვილიას”ოფისში პოლიციელები შეიჭრნენ და ახალგაზრდები წიხლქვეშ გაიგდეს

Published on

წუხელ ბათუმში, “სირცხვილიას” ბათუმის რეგიონულ ოფისში, პოლიცია შევიდა და 5 ადამიანი დააკავა. მოძრაობის აქტივისტები სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობენ. ისინი ამბობენ, რომ პოლიციამ ძალა გამოიყენა და ოფისში შევიდა ისე, რომ არ წარუდგენია დოკუმენტაცია, რის საფუძველზე აკეთებდა ამას.

დაკავებულთა შორის იყო ბათუმში გირჩის აქტივისტი, ირაკლი კუკანია, რომელიც ოფისში პოლიციის შეჭრის შესახებ ყვება:

“ხულიგნურად, ბანდიტებივით დაიწყეს შემოჭრა. ისე აღმოჩნდა, რომ კარებში ვიყავი მე, ვეუბნებოდი, მანახეთ დოკუმენტი-მეთქი, არ ვუშვებდი შიგნით. დაიწყეს მოწოლა პოლიციელებმა, ჩამავლეს ხელი, ტანსაცმელი შემომახიეს, ტელეფონიც დამიზიანეს და დაიწყეს ჩემი დაკავება. ამ დროს წავიქეცი, ფეხი მომხვდა თავში და ხელებზე. რაღაცას ჩავებღაუჭე, რომ არ დავეკავებინე. ხელი რომ გამეშვა, წიხლს მირტყამდნენ. მაქვს დაზიანებები, რომლებიც ვიზუალურადაც ჩანს. ძირს ხოხიალის მერე დამანებეს თავი, მომეშველნენ მეგობრები. დაახლოებით 5 წუთის მერე, როცა ფეხზე წამოვდექი, ისევ მოგვივიდა პოლიციასთან შელაპარაკება, ვუთხარი, რომ მათი ნდობა არ მქონდა. ჩამავლეს ხელი და წამიყვანეს მანქანისკენ. არ ვჯდებოდი მანქანაში, იქაც მომხვდა რამდენიმე წიხლი და ჩამსვეს, წამიყვანეს განყოფილებაში. უნდოდათ დროებითი დაკავების იზოლატორში გადავეყვანე, პოლიციელმა დარეკა თავის ზემდგომთან და მერე მითხრეს, რომ არ გამომიშვებდნენ. მე ვარაუდი მაქვს, რომ რადგან ეს დაზიანებები მეტყობოდა, მაგიტომ გამომიშვეს ხელწერილით”, — ამბობს ის.

კუკანია აღნიშნავს, რომ დასჭირდა სასწრაფო დახმარების გამოძახებაც, რის შემდეგაც ექიმებმა დამამშვიდებელი მისცეს და დაბრუნდა სირცხვილიას ოფისში.

მოძრაობა „სირცხვილიას” თბილისის ოფისის აქტივისტები ბათუმში ჩასვლას და გასულ ღამეს მომხდარი მოვლენების გაპროტესტებას აპირებენ. “სირცხვილიაში” მომხდარს “სადამსჯელო ოპერაციას” უწოდებენ:

შევარდნენ, სცემეს, ძირს დაყარეს, გაუგონარ სცენარს ჰქონდა ადგილი. ადვოკატები უკვე ჩაერთვნენ, ჩვენც მივდივართ ბათუმში და ამას იქ ძალიან მწვავედ გავაპროტესტებთ. ვნახავთ პასუხისმგებელ პირებს და აუცილებლად მოვთხოვთ პასუხს ამ გაუგონარ ქმედებებზე”, – ამბობს ზუკა ბერძენიშვილი.

სიახლეები

საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა...

კობახიძემ მდინარაძეს წოდება კიდევ ერთხელ აუმაღლა, ის სუს-ის პოლკოვნიკი გახდა

ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ სუს-ის უფროსს, მამუკა მდინარაძეს წოდება კიდევ ერთხელ აუმაღლა. ის...

რუსებო, მონებო – ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა

ქართული ოცნების მთავრობის წევრები 9 აპრილის მემორიალთან მივიდნენ. მათ ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვეს. პარალელურად, გვიან...

9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა

9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა | 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში, მაშინ ჯერ...