მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ეს არის ქვეყნის იმიჯის შელახვის ძალიან უხერხული ფორმა" - ასე აფასებენ საქართველოდან...

“ეს არის ქვეყნის იმიჯის შელახვის ძალიან უხერხული ფორმა” – ასე აფასებენ საქართველოდან ორი დელეგაციის მომავალ ვიზიტს აშშ – ში ექსპერტები

Published on

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოდან ორი დელეგაცია გაემგზავრება. ერთს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მეორეს კი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უხელმძღვანელებს. 


მთავრობის მეთაური აშშ-ს 25 სექტემბერს ეწვევა, იგი მონაწილეობას მიიღებს გაეროს სესიაში, ხოლო  ქვეყნის პირველი პირი კი  27 სექტემბერსა დაგეგმილ კონფერენციაზე პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის საკითხებზე.  

საქართველოს რეფორმების ასოციაციის თანადამფუძნებელი ელენე ხოშტარია აშშ-ში ორი დელეგაციის გამგზავრებას სასაცილოს უწოდებს და მიიჩნევს, რომ "ეს არის ქვეყნის იმიჯის შელახვის ძალიან უხერხული ფორმა". 

"ქვეყანა სასაცილოდ გამოიყურება. ეს ხაზს უსვამს, რამდენად შეუთანხმებელია ხელისუფლების შტოებს შიგნით ფუნქციების გადანაწილება, რამდენად ეჯიბრებიან ერთმანეთს. ორი ქვეყანა ვართ ორი დელეგაცია რომ მიდის? – უბრალოდ აბსურდია. ეს არის ჩვენი პრობლემების გარეთ გატანა და ქვეყნის იმიჯის შელახვის ძალიან უხერხული ფორმა/

სიახლეები

Apple-მა App Store-იდან წაშალა რუსული VK-ს აპლიკაციები, როგორიცაა Odnoklassniki

Apple-მა App Store-იდან კომპანიის აპლიკაციები წაშალა, მათ შორის, Odnoklassniki, Mail.ru, VK Music, VK Dating...

რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა აგრესიულ ეტაპზე გადავიდა – SJC

სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) განცხადებით, ბოლო პერიოდში რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა...

ზელენსკი- ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ კვირის დასაწყისიდან ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე არსებულმა რუსულმა აპარატურამ, რომელიც...

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი...