მთავარისიახლეებისაზოგადოებამოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა

მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა

Published on

კახეთში მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში გაიმართა.

საგამოძიებო უწყების ცნობით გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 60 წელს გადაცილებული კაცი არასრულწლოვანზე რამდენიმე წლის განმავლობაში ძალადობდა, რა დროსაც მისი უმწეობის გამოყენებით სისტემატურად ახორციელებდა სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებებს, მიმდინარე წლის აგვისტოში კი დაზარალებული გააუპატიურა.

პროკურატურამ მას ბრალდება არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და გაუპატიურების ფაქტებზე წარუდგინა.
სავარაუდო მსხვერპლი 15 წლისაა, დაკავებული კი მის მეზობლად მცხოვრები პენსიონერია. “პირველების” ინფორმაციით, საქმეში დევს მტკიცებულებები, რომ კაცი არასრულწლოვანს სექსუალურად მანამდეც ავიწროებდა.

ამბავი კახეთის ერთ- ერთ სოფელში მოხდა. სექსუალურ ძალადობას სავარაუდოდ ადგილი აგვისტოში ჰქონდა, თუმცა “პირველებისთვის” მოწოდებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეს ეშინოდა და ამბავს მალავდა.

ადგილობრივების თქმით, დაკავებამდე 15 წლის გოგონა ტაქსის მძღოლმა სოფლის სასაფლაოს მიმართულებით წაიყვანა.

სიახლეები

სკოლის მოსწავლე, რომელსაც ნადირობისას ბრმა ტყვია მოხვდა, გარდაიცვალა

თერჯოლაში უბედური შემთხვევის შედეგად მე-12 კლასის მოსწავლე ლუკა ცეცხლაძე გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფოემაციას...

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა - ტელევიზიის დამფუძნებელი და მოქმედი დირექტორი ვატო წერეთელი...

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები...

პირი საკუთარ სახლში ბრენდული სასმელების ფალსიფიცირებას ახდენდა

თბილისში, ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინეს - ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს....