მთავარისიახლეებისაზოგადოებაTV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა

Published on

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა – ტელევიზიის დამფუძნებელი და მოქმედი დირექტორი ვატო წერეთელი წერს, რომ ის ტელევიზიის საბჭოს უხელმძღვანელებს, დირექტორობის ახალ კანდიდატად კი ლევან ჯორბენაძე წარადგინა. ჯორბენაძე მანამდე პარტია „ლელოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ხელმძღვანელობდა.”ჩემი და ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით შეიქმნა “TV პირველის” საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო, რომელსაც თავად მე ვუხელმძღვანელებ. განაცხადა ვატო წერეთელმა. საბჭოს წევრებს შორის არიან: ირაკლი მელაშვილი, დოდო შონავა, გიორგი მშვენიერაძე, გია ხუხაშვილი, დავით ძიძიშვილი, ირაკლი აფაქიძე, ზაალ უდუმაშვილი, ინგა გრიგოლია და თამარ ჯინჭარაძე. პირველ სამუშაო შეხვედრაზე საბჭოს წარვუდგინე დირექტორობის ახალი კანდიდატი – ლევან ჯორბენაძე, რომელიც ყველა იდეის განხორციელებაში დაგვეხმარება. მჯერა, რომ ეს ცვლილებები მეტი შესაძლებლობებისა და “TV პირველის” განვითარების ახალი ეტაპის დასაწყისია” – წერს ვატო წერეთელი.

სიახლეები

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები...

პირი საკუთარ სახლში ბრენდული სასმელების ფალსიფიცირებას ახდენდა

თბილისში, ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინეს - ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს....

მარკო რუბიო – რუსეთ-უკრაინის ომი მოლაპარაკების გზით მიღწეული შეთანხმებით დასრულდება და არა რომელიმე მხარის მიერ მოპოვებული სამხედრო გამარჯვებით

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს, განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკულ ობიექტებთან დაკავშირებული ცეცხლის...

გინდა ომის დასრულება? – დაჯექი, ილაპარაკე, დაასრულე-ზელენსკი პუტინს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთთან ომის დასრულებისთვის საჭიროა როგორც დიპლომატიური ძალისხმევა, ისე პარტნიორების...