მთავარისიახლეებისაზოგადოება„თანასწორობის კუთხე“ და ფოტოგამოფენა “გოგონები მომავლიდან“ რუხის საჯარო სკოლაში

„თანასწორობის კუთხე“ და ფოტოგამოფენა “გოგონები მომავლიდან“ რუხის საჯარო სკოლაში [Video]

Published on

ზუგდიდის სოფელ რუხის საჯარო სკოლაში გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივით „თანასწორობის კუთხე“ და ფოტოგამოფენა “გოგონები მომავლიდან“ გაიხსნა. ინიციატივა გულისხმობს UNFPA-ს საქართველოს ოფისის პროგრამების სამიზნე რეგიონებში, იმ სკოლების და ბიბლიოთეკების თანამედროვე ლიტერატურით აღჭურვას, სადაც წიგნების ფონდის განახლების განსაკუთრებული საჭიროება არსებობს. წიგნები, რომელიც სკოლებს და ბიბლიოთეკებს გადაეცემა, თემატურად დაკავშირებულია თანასწორობის, ტოლერანტობის და თავისუფლების იდეასთან, რაც შესაძლებლობას აძლევს მოზარდებს, თანამედროვე ლიტერატურის საშუალებით აიმაღლონ ცნობიერება უნივერსალური ღირებულებების შესახებ. „თანასწორობის კუთხის“ გახსნას თან ახლავს თანამედროვე ქართველი ავტორების საჯარო ლექციები გენდერული თანასწორობის შესახებ. „თანასწორობის კუთხის“ გახსნა მიზნად მოზარდებისა და ახალგაზრდების პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობას ისახავს. ინიციატივის ავტორები მიიჩნევენ, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოში არსებობდეს რაც შეიძლება მეტი სივრცე, სადაც მოზარდები და ახალგაზრდები არაფორმალური განათლების მიღებას და ერთმანეთისთვის იდეების გაზიარებას შეძლებენ. ფოტოპროექტი “გოგონები მომავლიდან“, რომლის გამოფენაც დღეს რუხის სკოლაში გაიმართა, ფოტოგრაფ დინა ოგანოვას ავტორობით და გაეროს მოსახლეობის ფონდის ინიციატივითაა შექმნილი.

სიახლეები

ახლო აღმოსავლეთში განლაგებული ბაზებიდან აშშ-ს პერსონალის ნაწილი გაჰყავს

REUTERS-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებს ახლო აღმოსავლეთში მდებარე რამდენიმე ძირითადი სამხედრო ბაზიდან პერსონალის ნაწილი...

მათიკაშვილი-ირანს ვუსურვებთ მშვიდობას, ირანის საზოგადოებას ვუსურვებთ დამშვიდებას

ჩვენ, რა თქმა უნდა, შეშფოთებით ვუყურებთ იმ მოვლენებს, რომელიც ირანში ვითარდება. ჩვენ ირანს ვუსურვებთ...

აშშ-მ და სომხეთმა ტრამპის მარშრუტის დეტალები გაასაჯაროვეს

13 იანვარს აშშ-ს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს...

18 იანვრამდე ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 იანვრამდე საქართველოში ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. თბილისში 15-16...