მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდელ ინგლისური ენის სერთიფიცირებულ სპეციალისტს, ლელა ბულიას მომავლის მასწავლებლის ტიტული...

ზუგდიდელ ინგლისური ენის სერთიფიცირებულ სპეციალისტს, ლელა ბულიას მომავლის მასწავლებლის ტიტული მიენიჭა [Video]

Published on

მომავლის მასწავლებელი – ეს ტიტული ზუგდიდელ ინგლისური ენის სერთიფიცირებულ  სპეციალისტს,  ლელა ბულიას მიენიჭა. ინგლისური ენის მასწავლებელთა მაღალტექნოლოგიური ონლაინ-სამიტი 2021-  სადაც მონაწილეობას მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყნის დაახლოებით 30 ათასამდე მონაწილე ღებულობდა, ლელა საქართველოდან ერთადერთი იყო. მან  რამდენიმე ტური წარმატებით  გადალახა და ფინალურ რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სამიტის მთავარ მესიჯს  მომავლის მასწავლებელთა ტექნოლოგიური მიღწევები წარმოადგენდა, ონლაინ პლატფორმის გამოყენებით მუშაობის უახლესი მეთოდების დანერგვა ყოველდღიურ ცხოვრებაში.  ლელა ბულია დღეს უკვე ახალი  მეთოდებისა და ხერხების  გამოყენებით თავის მოსწავლეებს ამეცადინებს.

ლელას განმარტებით, სამდღიანი სამიტის ღირებულება 90  დოლარს შეადგენდა და მთლიანი თანხა ინდოეთში ქველმოქმედების ფარგლებში  სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებისთვის, განათლებისთვისა და სამედიცინო სფეროსთვის გადაირიცხა.

მას ასევე ეძლევა შანსი, აღნიშნულ სამიტს მომავალ წელსაც დაესწროს და ტრენინგები განათლების სფეროში უახლესი ცვლილებების შესახებ გაიაროს.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...