მთავარიUncategorized,,ჩემი ოჯახის წევრებს მინისტრთა კაბინეტის წევრებთან კომუნიკაცია აკრძალული ჰქონდათ'' - მიხეილ სააკაშვილი...

,,ჩემი ოჯახის წევრებს მინისტრთა კაბინეტის წევრებთან კომუნიკაცია აკრძალული ჰქონდათ” – მიხეილ სააკაშვილი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება

Published on

ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მის ოჯახის წევრებს მინისტრთა კაბინეტის წევრებთან კომუნიკაცია აკრძალული ჰქონდათ. აღნიშნულით მან პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას უპასუხა.

“ჩემი ოჯახის წევრების არევა მინისტრებთან არავის არ ვურჩევ. მინდა ყველას ვუთხრა, რომ ჩემი ოჯახის წევრებს თვითონ ეკრძალებოდათ მინისტრებთან კომუნიკაცია. იყო რამდენიმე ეპიზოდი, ეს დედაჩემსა და სანდრას არ ეხება, მაგრამ იყო ეპიზოდები, როდესაც სხვა ჩემი ახლო ნათესავები ურეკავდნენ ვიღაც მინისტრებს და ეს მთავრდებოდა ყოველთვის მათთვის ცუდად. მე გავიგებდი ხოლმე ამას, ყველა მინისტრი გაფრთხილებული მყავდა.

ერთხელ ერთმა ჩემმა ძალიან ახლო ნათესავმა მითხრა, რომ ამ მინისტრს ვურეკავ და არცერთი არ იღებს ყურმილსო. შენ ვინ ხარ, რომ რადგან ჩემი გვარი გაქვს შენი დარეკილი რატომ უნდა აიღოს მინისტრმა? ყველა მინისტრი გაფრთხილებულია პრეზიდენტის ოჯახის მიმართ არამხოლოდ პრივილეგიები არ შეიძლება გამოყენებული იქნას, არამედ არ შეიძლება მათთან კომუნიკაცია, ვუთხარი მე — განაცხადა ექსპრეზიდენტმა მთავარი არხის ეთერში.

დღეს, 12 მარტს პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ მას ფონდი ქართუს პრეზიდენტობის დროს პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდა მინისტრებთან და მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებთან, მის მეუღლესთანდა დედასთან.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...