მთავარიUncategorizedვატო წერეთელი: ხელისუფლება გავიდა ყველანაირი კანონის ჩარჩოებიდან, მაგრამ გამორიცხულია შეძლოს ტელეკომპანია...

ვატო წერეთელი: ხელისუფლება გავიდა ყველანაირი კანონის ჩარჩოებიდან, მაგრამ გამორიცხულია შეძლოს ტელეკომპანია „პირველის“ ჩაქრობა

Published on

არ ვაპირებ მივმართო ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, რადგან ჩემი გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ ის არის ახალგაზრდებზე მოძალადე ჯალათი. არც ვფიქრობ, რომ რამე უნდა ვუთხრა მურუსიძის სასამართლოს, – ამის შესახებ ტელეკომპანია „პირველის“დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, წერეთელმა რეაგირებისთვის დიპლომატიურ კორპუსს მიმართა.

„არ ვაპირებ მივმართო ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, რადგან ჩემი გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ ის არის ახალგაზრდებზე მოძალადე ჯალათი. არც ვფიქრობ, რომ რამე უნდა ვუთხრა მურუსიძის სასამართლოს. ვფიქრობ, ხელისუფლება გავიდა ყველანაირი კანონის ჩარჩოებიდან და დღეს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეუძლია იძულებით შემოვიდეს და ამოიღოს რაღაც მითიური, არარსებული ელექტროხელსაწყო. მე მინდა მივმართო ქვეყნის ხელისუფლებას, გამორიცხულია თქვენ ტელეკომპანია „პირველი“ ჩააქროთ და არ იმაუწყებლოს ჩვენი ქვეყნის მასშტაბით. მოგმართავთ თქვენ, გამორიცხულია თქვენ შეძლოთ კრიტიკული მედია ჩაახშოთ და არ იყოს მაუწყებელი და ჩვენი ხმა არ ისმოდეს ჩვენს ქვეყანაში.

მინდა მივმართო დიპლომატიურ კორპუსს, რადგან ამ ისტერიას მხოლოდ თქვენ თუ შეაჩერებთ. მინდა მოვითხოვო თქვენგან სწრაფი რეაგირება და რეაქცია. სასაამართლოს დადგენილებაში განჩდა ჩანაწერი, რომ გამოძიებას შეუძლია შემოვიდეს ძალის გამოყენებით ტელეკომპანია „პირველში“. ეს არის ხელისუფლების, „ქართული ოცნების“ დღის წესრიგი, რომ შემოვიდნენ და ტელეკომპანია „პირველი“ აღარ იყოს და არ იმაუწყებლოს“, – განაცხადა ვატო წერეთელმა.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...