მთავარისიახლეებისპორტიმორაგბეებისა და გულშემატკივართა დიდი ჯგუფი რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევის პროცესს აპროტესტებს

მორაგბეებისა და გულშემატკივართა დიდი ჯგუფი რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევის პროცესს აპროტესტებს

Published on

თბილისში, წერეთლის გამზირზე, “ექსპო ჯორჯიას” ეზოში მოქალაქეები, გულშემატკივრები და ვეტერანი მორაგბეები არიან შეკრებილები. ისინი აპროტესტებენ რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევის პროცესს. მათი მოთხოვნაა, არჩევნები არ ჩატარდეს და პრეზიდენტის მოვალეობა შეასრულოს ირაკლი აბუსერიძემ, რომელიც 31 დეკემბერს გამართულ ყრილობაზე აირჩიეს პრეზიდენტად, თუმცა საჯარო რეესტრმა არ დაარეგისტრირა.

ეს რაგბის პრეზიდენტის არჩევის მცდელობაა. პროცესს აკვირდება პოლიციის რამდენიმეათეულიანი ჯგუფი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილე და დაინტერესებულ ყველა მხარეს მოუწოდებს, “უზრუნველყონ საარჩევნო ყრილობის მშვიდ გარემოში ჩატარება, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი და თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან”.

ამის შესახებ უწყებამ სპეციალური განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.

შეგახსნებთ, საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები 24 თებერვალს ჩაიშალა. ავჭალის სარაგბო სტადიონზე გამართულ საერთო კრებაზე (ყრილობაზე) ხმის უფლების მქონე დელეგატთა ორი მესამედი ვერ შეიკრიბა და, კავშირის წესდების თანახმად, მაქსიმუმ ოცდაათი დღით გადაიდო.

სამოცდათხუთმეტი დელეგატიდან რეგისტრაცია ორმოცდაორმა გაიარა. დარბაზში მხოლოდ პრეზიდენტობის ახალი კანდიდატის – ბიზნესმენ იოსებ ტყემალაძის – მხარდამჭერები შევიდნენ, 2020 წლის 30 დეკემბერს გამართულ და საჯარო რეესტრის ეროვნული სამსახურის მიერ არაღიარებულ არჩევნებში გამარჯვებული ირაკლი აბუსერიძის მომხრეებმა კი ყრილობას პროტესტი გამოუცხადეს – ავჭალის სტადიონთან მივიდნენ, მაგრამ დარბაზში არ შევიდნენ.

მათი განცხადებით, რეგისტრაციაგავლილი სუბიექტების ნაწილზე ზეწოლა განხორციელდა, მაგრამ საჭირო რაოდენობის ხმების მოგროვება, შანტაჟის მიუხედავად, მაინც ვერ მოხერხდა.

სიახლეები

სიღარიბის გასანულებლად დაგვჭირდება რამდენიმე წელიწადი – კობახიძე

ჩვენი მთავარი ამოცანაა, სიღარიბის მთლიანად აღმოფხვრა, განულება ჩვენს ქვეყანაში და ვფიქრობთ, ამისათვის დაგვჭირდება რამდენიმე...

აჭარასა და იმერეთში ფრინველის 2 არალეგალური სასაკლაო გამომავლინეთ – სეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, საწარმოო პროცესი შეუჩერეს ფრინველის 2 არალეგალურ სასაკლაოს აჭარასა და იმერეთში. სააგენტოს...

სტუ განცხადებაში მადლობას უხდის კობახიძესა და მიქანაძეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი და საუნივერსიტეტო საზოგადოება გავრცელებულ განცხადებაში მადლობას უხდის ივანიშვილის პრემიერმინისტრ, ირაკლი...

ევროპის დიდ ქალაქებში “ერთი უბანი-ერთი მარკეტი” პრინციპი მუშაობს – ქვრივიშვილი

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს, რომ ევროპის ყველა დიდ ქალაქში ურბანული დაგეგმარების პრინციპია...