მთავარისიახლეებისაზოგადოებამარტვილის პოლიციაში მედიის წარმომადგენლები და სასულიერო პირები იკითხებიან

მარტვილის პოლიციაში მედიის წარმომადგენლები და სასულიერო პირები იკითხებიან [Video]

Published on

მარტვილის პოლიციაში მედიის წარმომადგენლები და სასულიერო პირები გუშინ ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით იკითხებიან. გამოკითხვაზე უკვე შევიდნენ “მთავარი არხის” ოპერატორი ზვიად აბლოთია და წაჩხურუს ტაძრის წინამძღვარი მამა ბასილი. ასევე დღეს გამოიკითხებიან “მთავარი არხის” რეგიონული კორესპოდენტი ემა გოგოხია და “თაიმერის” ჟურნალისტი აკო ქიქავა. შეგახსენებთ,ჭყონდიდის ეპარქიაში, 8 მარტს, მრევლის ნაწილს და ახალ მიტროპოლიტ სტეფანეს შორის დაპირისპირება მოჰყვა ახლადდანიშნული მიტროპოლიტის ბრძანებას, რომლის თანახმადაც, ორ დიაკვანს უფლებამოსილება შეუჩერა დაუმორჩილებლობის გამო. მათი თქმით, ეს გადაწყვეტილება უსამართლოა. დაპირისპირებისას, აივნის მოაჯირი ჩამოვარდა და რამდენიმე ადამიანი გადავარდა. დაშავდნენ ჟურნალისტები და ოპერატორები. მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ჯერჯერობით უცნობია დაიბარებენ თუ არა გამოკითხვაზე მარტვილის ახლადდანიშნულ მიტროპოლიტ სტეფანეს.

სიახლეები

ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს...

ენმ-ს განცხადებით შსს-მ 1 ოქტომბერს აქციის გამართვის უფლება არ მისცა

"გუშინ შსს-სგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ თურმე არ შეიძლება 1 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის დატყვევებიდან 5...

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების მოსაძებნად 2.3 მილიონ ევროს გამოყოფს

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების მოსაძებნად და ტყვეების დასახმარებლად 2.3 მილიონ ევროს გამოყოფს....

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი გელა ხასაია თავისუფალია

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი გელა ხასაია თავისუფალია. მან საპატიმრო ცოტა...