მთავარისიახლეებიმსოფლიოსაქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე დებატები ევროპარლამენტში 9 მარტს გაიმართება

საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე დებატები ევროპარლამენტში 9 მარტს გაიმართება

Published on

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები 9 მარტს გაიმართება. პოლიტიკური კრიზისის გამო საქართველო ევროპარლამენტის ყველაზე პრიორიტეტულ საკითხებს შორის მოხვდა. სესიის პირველ დღეს საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის საკითხს განიხილავენ.

დებატებში მონაწილეობას მიიღებს ეროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებში – ჟოზეფ ბორელი.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს კიდევ ერთი გზავნილი უნდა იყოს ხელისუფლებისთვის. ხელისუფლების ოპონენტები არ გამორიცხავენ, რომ თუ შეთანხმება ამჯერადაც ვერ მოხერხდა, ევროპარლამენტმა შესაბამისი რეზოლუცია მიიღოს.

“ეს არის ერთ-ერთი მაჩვენებელი იმის თუ რაოდენ შეშფოთებულები არიან ევროპარლამენტარები. ისინი ასევე განიხილავდნენ რეზოლუციის მიღების საკითხს, ერთადერთი მიზეზი რატომაც შეიკავეს თავი რეზოლუციაზე მსჯელობისგან არის, ის რომ შანსი მისცენ მიშელის მიერ დაწყებულ მოლაპარაკებას. თუ ეს პროცესიც ჩაიშალა, შემდეგი ეტაპი ცხადია იქნება ევროპარლამენტის მიერ შესაბამისი რეზოლუციის მიღება”, – განაცხადა, ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა.

დისკუსია ევროპარლამენტის ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა მოითხოვა. ესენია: “ევროპის სახალხო პარტია”, “მწვანეები”, “ლიბერალებისადა დემოკრატების ალიანსი” და ასევე სოციალისტები, რომლის პარტნიორიც “ქართული ოცნებაა”

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...