მთავარისიახლეებიმსოფლიო17 000-მდე მიწისძვრა 1 კვირის განმავლობაში - რა ხდება ისლანდიაში?

17 000-მდე მიწისძვრა 1 კვირის განმავლობაში – რა ხდება ისლანდიაში?

Published on

ისლანდიაში 1 კვირის განმავლობაში 17 000-მდე მიწისძვრა აღირიცხა. 

მიწისძვრების ეპიცენტრი რეიკიანესის რეგიონია. ყველაზე ძლიერი მიწისძვრა 5.7 ბალიანი იყო. 

მოკლე პერიოდში მომხდარმა ბევრმა მიწისძვრამ ოდნავ დააზიანა ისლანდიის გზები, მაგრამ მთავარი პრობლემა ვულკანური აქტიურობის გამოწვევაა.

“ეს მუდმივი აქტიურობის ზონაა, ეს ყველამ ვიცით, მაგრამ დროის ასეთ მოკლე პერიოდში ამდენი მიწისძვრა არასდროს მინახავს. ეს უჩვეულო შემთხვევაა” – თქვა ისლანდიის მეტეოროლოგიური ოფისის წარმომადგენელმა.

ისლანდიელი მეცნიერები დაუსრულებელი მიწისძვრის გამომწვევ მიზესს ეძებენ.

ისლანდიის მეტეოროლოგიური ოფისი რეგიონის მცხოვრებლებს ვულკანების ამოფრქვევის მოსალოდნელობის შესახებ აფრთხილებს. ასევე მათ ეს პრობლემა შეატყობინეს ავიაკომპანიებსაც, რადგან მათ ვულკანებიდან ამოსულმა კვამლმა შესაძლოა რეისის დროს პრობლემები შეუქმნათ. 2010 წელს ისლანდიის სამხრეთ რეგიონში ვულკანის 6-დღიანი ამოფრქვევის შედეგად 10 მილიონამდე ავიარეისი გადაიდო ან გაუქმდა.

რეიკიანესის რეგიონში ვულკანი უკანასკნელად მეთორმეტე საუკუნეში ამოიფრქვა.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...