მთავარისიახლეებისაზოგადოებაწალენჯიხიდან "თავისუფლების მარშის" მონაწილეები პოლიციამ დააჯარიმა

წალენჯიხიდან “თავისუფლების მარშის” მონაწილეები პოლიციამ დააჯარიმა [Video]

Published on

26 თებერვალს 21:50 სთ-ზე, თბილისში გამართული აქციიდან მომვალ 12 პირს წალენჯიხის საპატრულო პოლიციამ კომენდანტის საათის დარღვევის ბრალდებით 2000 ლარიანი ჯარიმა გამოუწერა. დაჯარიმებულები აღნიშნავენ,რომ საშვის მიღების მიზნით 2 საათის განმავლობაში რეკავდნენ ცხელ ხაზზე, თუმცა უშედეგოდ, არავინ უპასუხათ. მათი თქმით,საშვის მიუღებლობის შემდეგ კი გადაწყვიტეს ღამე სამარშუტო ტაქსში გაეთიათ. აქციის მონაწილეების განმარტებით,საპატრულო პოლიციამ არ გაითვალისწინა გარემოფაქტორები. ჯარიმაზე ხელისმოწერის მოთხოვნის მიუხედავად, არცერთმა დაჯარიმებულმა ხელი საჯარიმო ქვითარს არ მოაწერა. ასევე,ფაქტის დაფიქსირებიდან რამდენიმე წუთში ადგილზე მივიდა წალენჯიხის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ავთანდილ გაბელია, რომელიც კომენდანტის საათის დარღვევის გამო ასევე დააჯარიმეს. დაჯარიმებული პირები წალენჯიხის საპატრულო პოლიციის ქმედების გასაჩივრებას გეგმავენ.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...