მთავარისიახლეებისაზოგადოებადღეიდან,25 თებერვლიდან შეზღუდვების შემსუბუქება იწყება

დღეიდან,25 თებერვლიდან შეზღუდვების შემსუბუქება იწყება

Published on

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 25 თებერვლიდან შეზღუდვების შემსუბუქება იწყება. თუმცაღა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ე.წ. კომენდანტის საათი კვლავ ძალაში რჩება.

25 თებერვლიდან

  • აღდგება საქალაქთაშორისო ტრანსპორტი;
  • გაიხსნება სასტუმროები სამთო კურორტებზე.

1-ლი მარტი

  • მუშაობას აღადგენენ კერძო და საჯარო ბაღები. ორ კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20 პროცენტის ტესტირება სავალდებულო იქნება.
  • ბათუმში რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ. დანარჩენ საქართველოში 8 მარტიდან. რესტორნები შაბათ-კვირაც ფუნქციონირებას კვლავ ვერ შეძლებენ.
  • განახლდება კონფერენციები და ტრენინგები.
  • უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ.
  • მუშაობას განაახლებენ მუზეუმები და ბიბლიოთეკები.

8 მარტი

  • გაიხსნება სამთო კურორტებზე საბაგიროები.
  • არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები, მუშაობას განაახლებენ.

15 მარტი

  • გაიხსნება სპორტული დარბაზები.
  • უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სასწავლო პროცესი აუდიტორიებში აღდგება.
  • განახლდება სასკოლო წრეები.
  • თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციებისა და ვარჯიშს აღადგენენ.

1-ლი აპრილი

  • თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები საქმიანობას სრულად აღადგენენ (თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით).

გარდა ამისა, მთავრობის გადაწყვეტილებით, იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ PCR ტესტის ნეგატიური პასუხით, 1 მარტიდან ემატება შემდეგი ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი. სახმელეთო საზღვარი კვლავ ჩაკეტილია.

სიახლეები

ჩვენი ტერიტორიებიდან ვერ გამოვალთ-ზელენსკი

აშშ-ს პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Fox News-თან ინტერვიუში თქვა,...

ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა

ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსრებლად შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა...

სტრასბურგის სასამართლომ ლექსო რაფავას საქმის განხილვა დაიწყო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (სტრასბურგის სასამართლო) ლექსო რაფავას საქმის განხილვა დაიწყო. სტრასბურგში გაგზავნილი იყო...

3 იანვრამდე ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 3 იანვრამდე შენარჩუნდება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. "ქ. თბილისში 31...