მთავარისიახლეებიპოლიტიკამამუკა მინარაძე სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას ემუქრება, გია ვოლსკი ,,ჭკუას არიგებს''

მამუკა მინარაძე სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას ემუქრება, გია ვოლსკი ,,ჭკუას არიგებს”

Published on

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსა და “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ეხმაურება.

“არაფერი იმაზე სამარცხვინო არ შეიძლება მომხდარიყო 23 თებერვალს, საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვისა და გასაბჭოებოდან 100 წლის თავზე, როგორც ოპოზიციური პარტიის ოფისის დარბევა და ოპოზიციის ლიდერის დაპატიმდება, რასაც აუცილებლად მოყვება საბჭოთა საქართველოს მსგავსად დასავლური სამყაროსგან საქართველოს გაუცხოება და დაშორება. ალბათ, ესეც არის მიზანი… საკუთარი მოქალაქეების მიმართ სიძულვილით დაბრმავებულ ხელისუფალს ძალის დემონსტრირება ჰგონია წარმატება, ამ დროს კი 1 ვაქცინაც არაა შემოტანილი ქვეყანაში, ფასები ძვირდება და ხალხი შიმშილის ზღვარზეა”, – დაწერა ნინო ლომჯარიამ. 

ქართული ოცნების წარმომადგენელი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას პასუხის გაცემა მოუწევს კითხვაზე, რით იყო გამოწვეული მისი განცხადება ნიკა მელიას თაობაზე, მაშინ, როდესაც სამართლებრივი ლეგიტიმური საფუძველი ჰქონდა იმ ძალიან კარგად დაგეგმილ და ჩატარებულ ღონისძიებას შსს-ს მიერ, რომელიც დღეს განხორციელდა პრაქტიკულად დაზიანებების და სერიოზული გართულებების გარეშე”, — განაცხადა მდინარაძემ.

,,სახალხო დამცველი არის „ნაცდამცველი”, რა სახელწოდებასაც ის მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ ჩამოიშორებს, ­- ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი გია ვოლსკი ომბუდსმენისდღევანდელ განცხადებას.

ვოლსკი ლომჯარიას მოუწოდებს, დაფიქრდეს და ვითარებას სამართლებრივი შეფასებები მისცეს.

„სჯობს, ნინო ლომჯარიამ. ემოციურ შეძახილებს თავი დაანებოს და ვითარება სამართლებრივად შეაფასოს, რამდენად დაცული იყო ადამიანის უფლებები, როცა  ნიკა მელიას აკავებდნენ, გადააჭარბა თუ არა პოლიციამ ძალას. სწორია თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება, ამაზეც კი შეუძლია იმსჯელოს, მაგრამ რა იყო სამარცხვინო მე უკეთ ვიცი! სამარცხვინოა, როცა ადამიანებს პირდაპირ ეთერში დედას აგინებენ, პრეზიდენტს ისეთი სიტყვებით ამკობენ, მთელი საზოგადოებისთვის არის გამოწვევა და ამაზე სახალხო დამცველი დუმს”, – განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.

სიახლეები

EU-მ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი მიიღო

23 ოქტომბერს ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი მიიღეს. პაკეტი, სხვა ზომებთან ერთად,...

სირცხვილი, სამედიცინო საზოგადოების შეურაცხყოფა – ამირან გამყრელიძე გაფრინდაშვილის დაკავებაზე

"ამ ადამიანთან ასეთი ტიპის მოპყრობა რაც გუშინ ტელევიზიით ვნახეთ დაუშვებელია, ერის სირცხვილია, სამედიცინო საზოგადოების...

აფეთქება ჩელიაბინსკში: 9 ადამიანი დაიღუპა, 5 დაშავდა

რუსეთში, ჩელიაბინსკის ოლქის ქალაქ კოპეისკში, ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა, –...

კახეთში ცოლ-ქმარი სოკოთი მოიწამლა, კაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა

კახეთში, სოკოთი მოწამვლის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. პაციენტი მძიმე ინტოქსიკაციით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა...