მთავარისიახლეებიკონფლიქტებიოკუპირებული სოფლებიდან გადმოსულმა ადამიანებმა პენსიის აღება ვერ შეძლო - მათ ...

ოკუპირებული სოფლებიდან გადმოსულმა ადამიანებმა პენსიის აღება ვერ შეძლო – მათ ენგურის ხიდთან “ლიბერთი” ბანკის სპეციალური მანქანა არ დახვდათ [Video]

Published on

,,მთავარის” ინფორმაციით, ენგურის ხიდის გახსნის შესახებ სახელმწიფო მინისტრისა და სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, აფხაზეთიდან დევნილები, რომლებიც გალის რაიონის ოკუპირებულ სოფლებში ცხოვრობენ, პენსიის მისაღებად ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ, მაგრამ პენსიის აღება ვერ შეძლეს, რადგან, წინასწარი შეთანხმების მიუხედავად, ენგურის ხიდთან “ლიბერთი” ბანკის სპეციალური მანქანა “ლიბერთი ექსპრესი”, საიდანაც პენსიისთვის განსაზღვრული თანხა გაიცემა, ადგილზე არ დახვდათ. 

როგორც “მთავარის” კორესპონდენტი ემა გოგოხია ენგურის ხიდიდან იტყობინება, დაახლოებით 30-დე დევნილი ენგურის ხიდზე, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან სატელეფონო საუბრით წინასწარი შეთანხმების შემდეგ გადმოვიდნენ. 

პენსიის გაცემის პროცესში არსებულმა შეფერხებამ დევნილთა უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი ამბობენ, რომ ამ თანხით პროდუქტი და პირველი მოხმარების საქონელი ზუგდიდში უნდა შეეძინათ და გალის რაიონში გადაეტანათ, რისი საშუალებაც არ მიეცათ. მათივე თქმით, ბევრი დევნილისთვის ეს თანხა ერთადერთი საარსებო წყაროა. 

“მთავარის” ინფორმაციით, უკან, გალის რაიონის მიმართულებით, პენსიის გარეშე გაბრუნდა კიდევ 40-დე დევნილი, რომლებიც ენგურის ხიდის მეორე მხარეს იმყოფებოდნენ და ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მეორე ნაკადად უნდა გადმოსულიყვნენ. 

ინფორმაციის გადასამოწმებლად და იმის გასარკვევად, რატომ ვერ გაიცა პენსია “ლიბერთი ბანკის” მიერ, “მთავარი” ბანკის ცხელ ხაზს დაუკავშირდა, სადაც სიტუაციის გარკვევის შემდეგ დაკავშირებას დაგვპირდნენ, თუმცა, ამ დრომდე არავინ დაგვკავშირებია. – ნათქვამია ,,მთავარი არხის” ინფორმაციაში

სიახლეები

რუსეთი უკრაინაში ერთ თვეში უფრო მეტ ჯარისკაცს კარგავს, ვიდრე სსრკ-მ 10 წელიწადში ავღანეთში დაკარგა -სტუბი

რუსეთი უკრაინაში ერთ თვეში უფრო მეტ ჯარისკაცს კარგავს, ვიდრე სსრკ-მ 10 წელიწადში ავღანეთში დაკარგა ...

ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ძარცვისა და გამოძალვის ბრალდებით 7 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჯგუფური ძალადობის...

TI-24 მოქმედი თანამდებობის პირი პარალელურად 30 კომპანიის დირექტორია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოავლინა 24 მოქმედი თანამდებობის პირი, რომელიც, კანონის მკაფიო მოთხოვნის მიუხედავად,...

დიტო ჩუბინიძე 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

სამშობლოს ღალატის მუხლით დაკავებული დიტო ჩუბინიძე 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს  გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ...