მთავარისიახლეებიTI-24 მოქმედი თანამდებობის პირი პარალელურად 30 კომპანიის დირექტორია

TI-24 მოქმედი თანამდებობის პირი პარალელურად 30 კომპანიის დირექტორია

Published on

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გამოავლინა 24 მოქმედი თანამდებობის პირი, რომელიც, კანონის მკაფიო მოთხოვნის მიუხედავად, პარალელურად 30 კომპანიაში იკავებს დირექტორის პოზიციას.

TI-ის ცნობით, მოქმედი მაღალჩინოსნები, რომლებიც კანონის დარღვევით დღემდე ბიზნესის დირექტორებად რჩებიან, არიან:

გიორგი ნაჭყებია, მარტვილის მერი, ხელმძღვანელობს შპს „ბუდულს“.
ნინო ვაშაკიძე, თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილე, ერთდროულად ორი კომპანიის („ბიდარა 2024“ და „ილ გუდაური“) დირექტორია.
შოთა ანდრიაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, მართავს შპს „აიპისის“.
თამთა ყველაიძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე, პარალელურად ღვინის საკონსულტაციო კომპანია „ვაინ ივენთს ენდ ქონსალთინგს“ ხელმძღვანელობს.
მიხეილ ტარახჩევი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოადგილე, სამი კერძო კომპანიის დირექტორია.
არჩილ ჯაყელი, აფხაზეთის ა/რ მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე, ორ კომპანიას მართავს, მათ შორის „სამშენებლო კომპანია ივერონს“.
კანონდამრღვევთა სიაში ასევე არიან აფხაზეთის ა/რ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის მოადგილე თემურ გასვიანი, საგარეო საქმეთა სამინისტროს სამმართველოს უფროსი გურამ საღარაძე, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანი, ისნის გამგებლის მოადგილე მერაბ ბექაია, ბოლნისის მერის მოადგილე ვალენტინა ნავერიანი და მუნიციპალიტეტების მერიებისა და საკრებულოების კიდევ 13 მაღალჩინოსანი, მათ შორის „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ ფრაქციების ხელმძღვანელები.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” განცხადებით, თუ თანამდებობის პირი დანიშვნიდან 10 დღეში კერძო კომპანიის დირექტორობას არ დათმობს, ის საჯარო სამსახურიდან უნდა გათავისუფლდეს. დღეს ამ მოთხოვნას 24 მოქმედი მაღალჩინოსანი ღიად არღვევს და პარალელურად 30 კომპანიას მართავს.

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის მე-13 მუხლი საჯარო მოხელეს სამეწარმეო საქმიანობასა და კომპანიის ხელმძღვანელობას მკაცრად უკრძალავს, რადგან საჯარო და კერძო ინტერესების აღრევა პირდაპირ აჩენს ელიტური კორუფციის რისკს. თანამდებობის პირს მხოლოდ წილის ან აქციების ფლობის უფლება აქვს”, – ამბობს TI.

2026 წლის მარტში ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმების შემდეგ, თანამდებობის პირთა მონიტორინგი სრულად გადაეცა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, რომელიც ორგანიზაციის თქმით, ჩინოვნიკების უკანონო ბიზნესსაქმიანობაზე თვალს ხუჭავს.

სიახლეები

დიტო ჩუბინიძე 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

სამშობლოს ღალატის მუხლით დაკავებული დიტო ჩუბინიძე 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს  გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ...

ელენე ხოშტარია ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს

“კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს. კადრებში, რომელიც „სანდო წყარომ“ გაავრცელა, ჩანს, რომ...

სტრასბურგის სასამართლომ ნინო დათაშვილის საქმის განხილვა დაიწყო

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნინო დათაშვილის წინასწარი პატიმრობისა და...

ანდრია ჯაღმაიძე სამორინეებზე-ინიციატივა ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი იყო

სამორინეებთან დაკავშირებული "ქართული ოცნების" ინიციატივას დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აკრიტიკებს - როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის...