მთავარისიახლეებისაზოგადოება"უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო მომხდარ უბედურ შემთხვევებზე პასუხისმგებელი სახელმწიფოა"- უჩა ნანუაშვილი...

“უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო მომხდარ უბედურ შემთხვევებზე პასუხისმგებელი სახელმწიფოა”- უჩა ნანუაშვილი ტყიბულის ტრაგედიაზე

Published on

 
"მომხდარზე პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა იმ პირს, ვინც საქართველოში შრომის ინსპექტირების შექმნის აუცილებლობას არ იზიარებს"-ასე აფასებს სახალხო დამცვლეი ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიას..უჩა ნანუაშვილის თქმით, უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო მომხდარ უბედურ შემთხვევებზე  პასუხისმგებელი სახელმწიფოა.ომბუდსმენის თქმით, თუ  არ მოხდება უსაფრთხოების კუთხით სახელმწიფოს მხრიდან მიდგომების შეცვლა, ვითარება შესაძლოა, კიდევ უფრო დამძიმდეს.„ეს არ არის უბედური შემთხვევა, ეს არის მკვლელობა. სახალხო დამცველი 4 წლის განმავლობაში იმეორებს რეკომენდაციას, რომ ქვეყანაში აუცილებელია, შეიქმნას ეფექტური შრომის ინსპექცია. სახელმწიფო არის პასუხისმგებელი ამ მკვლელობებზე. აქედან გამომდინარე, ალბათ, დადგა დრო, როდესაც სახელმწიფომ უნდა გადახედოს მდგომარეობას, რაც ქვეყანაში არსებობს ამ მიმართულებით. გარკვეული სანქციები უნდა იყოს იმისათვის, რომ მინიმალური სტანდარტები უსაფრთხოების იყოს დაცული ქვეყანაში. თუ არ მოხდება მიდგომის შეცვლა სახელმწიფოს მხრიდან, შესაძლოა, უარესი მოხდეს,“ – აცხადებს უჩა ნანუაშვილი 

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...