მთავარისიახლეებიმსოფლიოჩვენ ყოყმანის გარეშე დავაკისრებთ რუსეთს საფასურს და დავიცავთ ჩვენს უმნიშვნელოვანეს ინტერესებს- ჯო...

ჩვენ ყოყმანის გარეშე დავაკისრებთ რუსეთს საფასურს და დავიცავთ ჩვენს უმნიშვნელოვანეს ინტერესებს- ჯო ბაიდენი

Published on

ამერიკა დაბრუნდა, დემოკრატია დაბრუნდა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სახელმწიფო დეპარტამენტში, აშშ-ის ახალი საგარეო პოლიტიკის ხედვის წარდგენისას განაცხადა.

აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ბაიდენისეული ხედვა საერთაშორისო არენაზე ამერიკის ღირსეული ლიდერობის აღდგენას გულისხმობს.

ბაიდენმა ვრცლად ისაუბრა რუსეთზეც: „მკაფიოდ გავაგებინე პრეზიდენტ პუტინს, რომ წარსულშია დრო, როდესაც აშშ უპასუხოდ ტოვებდა რუსეთის აგრესიულ ქმედებებს – ჩვენს არჩევნებში ჩარევა, კიბერთავდასხმები, მისივე მოქალაქეების მოწამვლა. ჩვენ ყოყმანის გარეშე დავაკისრებთ რუსეთს საფასურს და დავიცავთ ჩვენს უმნიშვნელოვანეს ინტერესებსა და ჩვენს ხალხს. რუსეთთან გამკლავება უფრო ეფექტური იქნება, როდესაც თანამოაზრეებთან კოალიციასა და კოორდინაციაში ვიქნებით“, – განაცხადა ბაიდენმა.

ჯო ბაიდენმა გააკრიტიკა კრემლი ალექსეი ნავალნისთვის პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობის შეფარდების გამო.

„ალექსეი ნავალნის პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობა და რუსეთის ძალისხმევა, ჩაახშოს თავისუფლად გამოხატვა და მშვიდობიანი შეკრება, ღრმა შეშფოთებას იწვევს საერთაშორისო საზოგადოებაში. ბატონ ნავალნის, ისევე როგორ რუსეთის ყველა მოქალაქეს, აქვს კონსტიტუციური უფლება. ის გახდა სამიზნე კორუფციის გამომჟღავნებისთვის. ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს უპირობოდ“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

სიახლეები

ლევან ხაბეიშვილს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტ საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა...

მურთაზ ზოდელავას 9 თვიანი პატიმრობა შეეფარდა

ყოფილ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე 9 თვიანი...

ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ – ვინ უღალატა სააკაშვილს?

ვინ უღალატა მიხეილ სააკაშვილს? - საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სკანდალური განცხადება სასამართლო პროცესზე გააკეთა და...

ხელისუფლება, რომელიც დღეს ჩვენ გვყავს , უნდა დავამხოთ – ბაჩო ახალაია

ხელისუფლება, რომელიც დღეს ჩვენ გვყავს ივანიშვილით, კობახიძით, ყველა უნდა დავამხოთ, ეს არის ერთადერთი გზა...