მთავარისიახლეებიმსოფლიონიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსიში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა - აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს ძლიერი ქარბუქი...

ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსიში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა – აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს ძლიერი ქარბუქი დაატყდა თავს

Published on

აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს ძლიერი ქარბუქი დაატყდა თავს, რის გამოც ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსიში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სტიქიამ გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემები შექმნა. ნიუ- იორკის მერმა ბილ დე ბლაზიომ გამოსცა განკარგულება, რომელიც ორშაბათიდან, ადგილობრივი დროით 06:00 საათიდან, არააუცილებელი მგზავრობის გადადებას, სამშაბათს კი საჯარო სკოლების დახურვას ითვალისწინებს.

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა ენრდიუ კუომომ ქალაქ ნიუ-იორკსა და კიდევ 44 ოლქში საგანგებო მდგომარება გამოაცხადა.

”საშიში სიტუაციაა, სიცოცხლისათვის საშიში სიტუაცია, რომელიც კიდევ უფრო გაუარესდება,“- აღნიშნა გუბერნატორმა.

საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ნიუ – ჯერსის გუბერნატორმა ფილიპ მერფიმაც. ამასთან, მან შტატში ავტობუსებისა და სარკინიგზო მოძრაობის შეჩერების განკარგულება გასცა.

ქარბუქის გამო დიდ აეროპორტებში, მათ შორის „ნიუარკის თავისუფლების საერთაშორისო აეროპორტში“, „ჯონ კენედის აეროპორტსა“ და „ფილადელფიის საერთაშორისო აეროპორტში“ ასობით რეისი გაუქმდა. ნიუ – იორკის ლა – გვარდიის აეროპორტში კი ორშაბათს დილიდან ყველა რეისი შეჩერებულია.

სტიქიამ კორონავირუსის ვაქცინების განაწილების პროცესი კონექტიკუტში, ნიუ -ჯერსიში, როდ – აილენდში, ფილადელფიაში, ვაშინგტონის ზოგიერთ ნაწილსა და ნიუ – იორკში შეაფერხა.

აშშ-ის ეროვნული ამინდის სამსახურის ინფორმაციით, ქარბუქი „ნიუ ინგლენდის“ მიმართულებით გადაინაცვლებს, სამშაბათს კი შესუსტდება

სიახლეები

დაივიწყეთ მხოლოდ ჩემს გათავისუფლებაზე საუბარი, რეჟიმის ჩამოშლაზე ვკონცენტრირდეთ – ხოშტარია

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ყველას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და წერს, რომ ხალხი...

ენმ-ში უმძიმესი კრიზისია, ვიღაცას ზედმეტად ვენდე… – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი პარტიის შიგნით ღალატზე საუბრობს - საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში...

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეეხება, - ამის...

ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი მემორანდუმს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიაღწიოს...