მთავარიUncategorized,,ახლა ვიღაცას რაღაც ვაქცინების პარტია აქვს სადღაც ნანახი, მაგი არც ვიცი "-...

,,ახლა ვიღაცას რაღაც ვაქცინების პარტია აქვს სადღაც ნანახი, მაგი არც ვიცი “- ამბობენ “ოცნებაში” ქადაგიშვილი და სხვანი

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილის განცხადების შემდეგ – რომელშიაც ის ვაქცინის მოპოვების კონკრეტულ გეგმაზე საუბრობს – “ოცნებაში” ამბობენ, რომ არ იციან, შავ ბაზარზე რა ხდება, რადგან მათი კომპეტენცია არ არის.

“ასეთი განცხადებები მისი მხრიდან სულ კეთდებოდა ხოლმე, რომ თვითმფრინავები გვყავს გამზადებული, გადმოვაფრინეთ და ა.შ. შავ ბაზარზე რა ხდება, არ ვიცი. ახლა ვიღაცას რაღაც ვაქცინების პარტია აქვს სადღაც ნანახი, მაგი არც ვიცი და არც არის ჩემი კომპეტენცია”, – ამბობს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი დღეს გავრცელებულ ვიდეო-მიმართვაში ამბობს, რომ მალტა, რომელსაც ვაქცინის ჭაბი დოზა აქვს, მზადაა, დაეხმაროს ისეთ ღარიბ ქვეყნებს, როგორიც საქართველოა.  

მისივე თქმით, თქმით, უახლოეს პერიოდში აპირებს, დადოს მასალები, თუ როგორ იპარავს მთავრობა კორონავირუსთან საბრძოლველ ფულს, კონკრეტული სახელებითა და გადარიცხვებით.

განცხადებას გამოეხმაურა მალტის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩიც, რომლის თქმითაც, ყველა სახის ინფორმაცია, რომელიც ამ საკითხზე ვრცელდება სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებით, წარმოადგენს სპეკულაციას.

თავის მხრივ,  ჯანდაცვის ექსპერტები ფიქრობენ, რომ მალტაში წერილობითი მოთხოვნის გაგზავნის ჯერი ახლა მთავრობაზეა.

სიახლეები

შსს-ს და თავდაცვის თანამშრომლებს უვარგის კონსერვებს აწვდიდა – საგამოძიებომ 1 პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტზე შპს ბატონო-ს ხელმძღვანელი...

ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა - ინფორმაცია ტაბულას წერეთლის ადვოკატმა, ავთანდილ...

WSJ-ტრამპი ირანზე ჯერ შეზღუდულ იერიშებს განიხილავს, რათა რეჟიმი პირობებზე დაითანხმოს

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საწყის ეტაპზე ირანის წინააღმდეგ შეზღუდული ხასიათის...

ბაჩო ბულისკირიას ცხედარს უკრაინიდან სამშობლოში გააცილებენ

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ბაჩო ბულისკირიას ცხედარს დღეს კიევიდან სამშობლოში გააცილებენ.  ბაჩო ბულისკირია რამდენიმე დღის...