მთავარისიახლეებისაზოგადოებავის ჭირდება დამატებით ახალი ავტობუსების შეძენა? ,,ჩვენ'' - თბილისის მერი კალაძე

ვის ჭირდება დამატებით ახალი ავტობუსების შეძენა? ,,ჩვენ” – თბილისის მერი კალაძე

Published on

თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით, მერია დამატებით 180  რვამეტრიან ავტობუსს შეისყიდის. ამ თემაზე მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოქალაქეებს ნებისმიერი ადგილიდან ექნებათ კომფორტულად გადაადგილების შესაძლებლობა.

“ის ადამიანები, ვინც ყოველდღიურად იყენებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მათ ჰქონდეთ იმის შესაძლებლობა, რომ ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე დაუბრკოლებლად და კომფორტულად შეძლოს გადაადგილება. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება დამატებით ახალი ავტობუსების შეძენა. მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, ჩვენ გვჭირდება დამატებით ახალი ავტობუსების შეძენა.

მისი თქმით, უახლოეს მომავალში გამოცხადდება ფასთაკვლევა და შემდეგ ტენდერი შესყიდვასთან დაკავშირებით. 

კალაძის განცხადებით, “ყვითელი ავტობუსების” ჩანაცვლების პროგრამა ფაქტიურად დასრულებულია და როცა 100 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსების ქვეყანაში შემოვა, თბილისში არცერთი ყვითელი ავტობუსი აღარ იმოძრავებს.

აქვე შეგახსენებთ, რომ “წერტილოვანი შეზღუდვების” ფარგლებში რამდენიმე თევა თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობს.

სიახლეები

საიამ ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის აკრძალვა საკონსტიტუციოში გაასაჩივრა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) საფრანგეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. სარჩელი...

14 აპრილი დედაენის დღეა

14 აპრილი დედაენის დღეა 1978 წლის 14 აპრილს თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა - მოქალაქეები...

უნგრეთში ვიქტორ ორბანის 16-წლიანი მმართველობა დასრულდა – მადიარმა გაიმარჯვა

12 აპრილს, მთელი დღის განმავლობაში დაძაბულად მიმდინარეობდა საპარლამენტო არჩევნები უნგრეთში. ამ არჩევნებზე ამომრჩეველთა რეკორდული...

POLITICO- ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე

Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან დახურულ შეხვედრაზე მკვეთრად...