მთავარისიახლეებიმსოფლიობაიდენსა და პუტინს შორის პირველი სატელეფონო საუბარი შედგა

ბაიდენსა და პუტინს შორის პირველი სატელეფონო საუბარი შედგა

Published on

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან პრეზიდენტის რანგში პირველი სატელეფონო საუბარი გამართა.

”პრეზიდენტმა ბაიდენმა გარკვევით განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ იმოქმედებს ეროვნული ინტერესების დასაცავად რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, რომლებიც ზიანს გვაყენებს ჩვენ ან ჩვენს მოკავშირეებს”, – ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ორმა პრეზიდენტმა ასევე განიხილა SolarWinds- ზე განხორციელებული მასიური კიბერშეტევა, რუსეთის მიერ ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების ლიკვიდაციის სანაცვლოდ დაწესებული ჯილდოსა და ალექსეი ნავალნის მოწამვლის საკითხები.

სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახურიც ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ვლადიმერ პუტინმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მან აღნიშნა, რომ რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების ნორმალიზება დააკმაყოფილებს ორი ქვეყნის ინტერესებს, ასევე, მსოფლიოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით მათი განსაკუთრებული პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, მთლიანი საერთაშორისო საზოგადოების ინტერესებსაც,“- ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათი შეფასებით, ”მთლიანობაში, რუსეთისა და შეერთებული შტატების ლიდერებს შორის საუბარი საქმიანი და გულწრფელი ხასიათის იყო”.

ამასთან, კრემლის ინფორმაციით, პრეზიდენტებმა New Start-ის ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც შეიარაღების კონტროლს შეეხება და რომლის ვადაც თებერვალში იწურება.

სიახლეები

“ივანიშვილი არის დასამხობი”ამ ფრაზის გამო პროკურატურამ ახალაიას ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩო ახალაიას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო...

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში...

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი – 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი - საქართველოს პროკურატურამ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1550 ბავშვზე გათვლილი 16...

აშშ სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს

ამერიკის შეერთებული შტატები სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს. ახალი რეგულაციის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის...