მთავარისიახლეებისაზოგადოებათბილისში ევროპის დღეები აღინიშნება

თბილისში ევროპის დღეები აღინიშნება

Published on

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ვიქტორ დოლიძემ და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა რიყის პარკში ევროპის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები ოფიციალურად გახსნეს. საქართველოს პრეზიდენტმა გახსნის ცერემონიაზე ევროინტეგრაციის მიმართულებით ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა. ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ევროკავშირის წევრი 18 ქვეყნის საელჩოებსა და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, რიყის პარკში ევროპის დღის აღსაღნიშნავ ღონისძიებას მართავს. ღონისძიებები ოფიციალურად 12:00 საათიდან დაიწყო,  ადგილზე კონცერტები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს. სპეციალურად დღევანდელი დღისათვის გერმანიიდან მოწვეული ბენდი ჯაზანოვა დაუკრავს. ღონისძიებას ჯგუფი „მგზავრები“ საზეიმო კონცერტით დახურავს. ადგილზე მოწყობილია გასართობი ზონები და კვების ობიექტები, ჩატარდება თამაშები, გამარჯვებულები კი პრიზებით დაჯილდოვდებიან. 

სიახლეები

მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები

ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...

NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...

საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...