მთავარისიახლეებისამართალისუსს აქვს ზუსტი ინფორმაცია, რომ გიორგი გაბუნიას მკვლელობის დაგეგმვის კვალი ...

სუსს აქვს ზუსტი ინფორმაცია, რომ გიორგი გაბუნიას მკვლელობის დაგეგმვის კვალი პუტინამდე ადის და აღარ იცის, რა ქნას – ნიკა გვარამია ვასამბეგ ბოკოვის სასამართლო პროცესიდან გამოსვლის შემდეგ

Published on

ვასამბეგ ბოკოვს, რომელიც გიორგი გაბუნიას დაგეგმილი მკვლელობის მონაწილეა, გიორგი გაბუნია დღეს პირველად შეხვდა. პროცესზე იმყოფებოდა და ჩვენება მისცა ასევე, მთვარი არხის გენდირექტორმა ნიკა გვარამიამ. მან უკრაინიდან მიღებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს, ამასთან, სუს-იდან იდან მიღებული ინფორმაციაც გაუზიარა მოსამართლეს, რომელიც ამტკიცებს, რომ დაგეგმილი მკვლელობის კვალი ვლადიმირ პუტინისკენ მიდის. – ნათქვამია მთავარი არხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“ძალიან უსიამოვნოდ გამოვედი, რაღაცნაირი ხმით იჯდა (ბოკოვი)… აი, ასე წარმომიდგენია ქილერი.არა მაქვს კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით,. ეს კაცი შეკვეთილი მკვლელია თუ არა – დარწმუნებული ვარ ამაში. შემკვეთი არის ჩეჩნეთის ლიდერი კადიროვი, მაგრამ სუსს აქვს ზუსტი ინფორმაცია იმაზე, რომ კვალი ადის პუტინამდე და აღარ იცის, რა ქნას. სუსში ზუსტად იციან, რომ კადიროვი არის პირველადი დამკვეთი, მაგრამ აქვთ ინფორმაცია, აქვთ ჩვენებები, რომ კადიროვის დამკვეთი არის თავად პუტინი, – თქვა ნიკა გვარამიამ პროცესის დასრულების შემდეგ.

შეგახსენებთ, გიორგი გაბუნიას დაგეგმილი მკველობის საქმის არსებითი განხილვა საქალაქო სასამართლოში დღეს დაიწყო. პროცესს თავად ვასამბეგ ბოკოვიც ესწრებოდა.

აქვე გეტყვით, რომ 27 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ გამოძიების ფარგლებში, 2020 წლის 13 ივნისს, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის უკანონოდ შეძენის და გამოყენების ბრალდებით – ვასამბეკ ბოკოვის სახელით დაკავებულ პირს ბრალი დაუმძიმდა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, “მთავარი არხის” ჟურნალისტს, გიორგი გაბუნიას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭება. 

“მთავარი არხის” ინფორმაციით, საქმე ეხება გიორგი გაბუნიას შეკვეთილი მკვლელობის მომზადებას, რომლის შესახებაც ინფორმაცია ქართველ სამართალდამცავებს უკრაინელმა კოლეგებმა გადასცეს. ჩვენი ინფორმაციით, გაბუნიას ლიკვიდაცია რამზარ კადრიოვის დაკვეთა იყო.

აქვე, 2020 წლის 27 ნოემბერს მაგომედ გუციევს ბრალდება წარედგინა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151 პირველი პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 157-ე მუხლის პირველი ნაწილით, 344-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებებისათვის.

სიახლეები

ეს არის დიქტატურა-დიასპორა აქციებს აანონსებს

ეს არის სუფთა დიქტატურა, - ასე აფასებს საფრანგეთში ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარე, ოთარ ზურაბიშვილი “ოცნების“...

ზელენსკიმ და მაკრონმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიზანიც უკრაინის გაძლიერებაა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 17 ნოემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას,...

იზრდება სახელმწიფოთა რიცხვი, ვინც ემიგრანტ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევენ, ჩვენ ყველაფერში უკან მივდივართ – დოლიძე

„სამართლიანი არჩევნების” ყოფილი ხელმძღვანელი ნინო დოლიძე International Idea-ს მიერ მომზადებულ საზღვარგარეთ ხმის მიცემის რუკას...

იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! – სსრკ სხვა კი არაფერი იყო! – სალომე ზურაბიშვილი

უარი ბოლონიის პროცესზე, უარი ემიგრანტების საარჩევნო უფლებაზე, იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! - სსრკ სხვა...