მთავარისიახლეებისამართალიგიგა ბოკერია: ეს მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნება საქართველოსა და რუსეთის დაპირისპირებისას...

გიგა ბოკერია: ეს მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნება საქართველოსა და რუსეთის დაპირისპირებისას დიპლომატიურ და მთლიანად საერთაშორისო ასპარეზზე

Published on

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში საქართველოს ყველა მოქალაქეს ულოცავს გამარჯვებას

მისი თქმით, სტრასბურგის გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე –  რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობაზე იმ უმძიმეს დანაშაულებთან დაკავშირებით, რომელიც ჩადენილ იქნა 2008 წლის რუსული აგრესიის დროს სამართლებრივად ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ყველა მომავალი დისკუსიისთვის.

,,ჩვენი ეს პრობლემა, დაპირისპირება რუსეთის ფედერაციასთან დიდხანსაც რომ გაგრძელდეს, ვიდრე ეს გვსურს, სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგინდა იმაზე, ვისი კონტროლის ქვეშ იყო ვითარება, როდესაც ეს უმძიმესი დანაშაულებები იქნა ჩადენილი საქართველოს მოქალაქეების მიმართ – ეს არის რუსეთის ფედერაცია. მეორე – ეს არის პოლიტიკური საკითხი.

ეს ის შემთხვევაა, როცა სამართლებრივი შედეგები პოლიტიკურ კაპიტალიზაციას მოითხოვს. იმ გრძელვადიანი საფრთხის კონტექსტში, რასაც წარმოადგენს პუტინის რუსეთი, ეს ამბავი პოლიტიკურადაც მნიშვნელობანი ინსტრუმენტი იქნება ამ დაპირისპირებისას დიპლომატიურ და მთლიანად საერთაშორისო ასპარეზზე, გეოპოლიტიკარადაც კი.  

აქვე უნდა გავაკეთოთ სამწუხარო დათქმა – ყველა ამ ტიპის შედეგს სჭირდება ქვეყნის ხელისუფლება, რომელსაც აქვს ხედვა, რწმენა, კომპეტენცია და ამოცანა, რომ ეს ყველაფერი სწორად იყოს გამოყენებული. – ამბობს გიგა ბოკერია

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...