მთავარისიახლეებისაზოგადოებააფხაზეთში, ილორის წმ გიორგის ეკლესიაში მრევლი არ შეუშვეს

აფხაზეთში, ილორის წმ გიორგის ეკლესიაში მრევლი არ შეუშვეს

Published on

 ილორის წმინდა გიორგის ეკლესია დღეს მრევლისთვის დაიკეტა.გავრცელებული ინფორმაციით, ეკლესიის დაკეტვის გადაწყვეტილება ე.წ. აფხაზური ეკლესიის დე ფაქტო ხელმძღვანელმა ბესარიონ აპლიაამ მიიღო. მისი თქმით, ეკლესიაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და მოსახლეობას ტაძარში შესვლა , დღეს არ შეეძლება.XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ილორის წმინდა გიორგის ეკლესია მოქმედი ტაძარია, თუმცა დღეს, გიორგობის დღესასწაულზე წირვა არ ჩატარებულა.ადგილობრივების განცხადებით, ტაძრიდან დაახლოებით 400 მეტრში რუსი ოკუპანტების ბლოკპოსტი მდებარეობს. მათი თქმით, სარემონტო სამუშაოების, ასევე ჯარისკაცების როტაციის გამო, ტაძრის მიმართულებისთ გადაადგილება შეზღუდულია.

სიახლეები

სააპელაციო სასამართლოში ზვიად რატიანის პროცესი გადაიდო

ზვიად რატიანის საქმე - სააპელაციო სასამართლოში დაკავებული პოეტის პროცესი გადაიდო. ადვოკატის, ქეთი ჩუთლაშვილის განმარტებით, სასჯელაღსრულების...

სახალხო დამცველი ლევან ხაბეიშვილის საქმეს შეისწავლის

სახალხო დამცველი ლევან ხაბეიშვილის საქმეს შეისწავლის - ეს პირობა პოლიტიკოსის ადვოკატებმა და ოჯახის წევრებმა,...

41 ნაბიჯი რუსეთისკენ – ოცნების ანტიევროპული კურსის ერთი წელი – TI

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ 2025 წელს ქართული ოცნების გადადგმული ნაბიჯები შეაჯამა და განაცხადა, რომ ამ...

ზელენსკი-რუსეთმა 30 რაკეტა და 600-ზე მეტი დრონი გამოიყენა, დაღუპულია 4 ადამიანი

გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინაზე ფრთოსანი რაკეტებისა და დრონების გამოყენებით მასობრივი კომბინირებული იერიში მიიტანა. უკრაინის პრეზიდენტის,...