„დატოვეთ პარლამენტი ქუთაისში“ – ასეთი ბანერი გამოფინეს მოქალაქეებმა მესხიშვილის სახელობის თეატრის ფასადზე ქუთაისში, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის მიმდინარეობისას, სადაც სხვა საკითხებთან ერთად რამდენიმე კითხვა დაისვა კონსტიტუციაში პარლამენტის ადგილმდებარეობის განსაზღვრისა და ქუთაისის, როგორც საპარლამენტო ქალაქის ამოღების მიზანშეწონილების შესახებ.
დღესვე ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მელია, ქუთაისში გამართული აქციის მონაწილეებს შეხვდა. მან კიდე ერთხელ დაადასტურა, რომ პარტია დღეს დაწყებულ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვაში პრინსიპულად არ მონაწილეობს – იგი მიიჩნევს, რომ ეს ფორმატი სიყალბეზეა აგებული და სინამდვიეში ადმინისტრაციული რესურსის მოზიდვას ემსახურება. დარწმუნეული ვართ, რომ ამ პროცესში არავითარი კრიტიკული აზრი არ იქნება გამოთქმული კონსტიტუციის მოდელთან დაკავშირებით, ამიტომ ჩვენ ჩვენი საკუთარი კამპანიით სხვა პარტიებთან ერთად, დღეს უკვე ვიწყებთ ძალიან აქტიურ ჩართულობას – განაცხადა ნიკა მელიამ – რაც შეეხება პარლამენტის გადატანას ქუთაისიდან ეს იმ კამპანიის ნაწილია, რომლის მიზანია წინა ხელისუფლების დროს განხორციელებული პოზიტიური ცვლელებების წინააღმდეგ მიმდინარეობს ''
ჩვენ გვინდა ქუთაისში ვიცოცხლოთ და ვიცხოვროთ, არ გვინდა წასვლა ამ ქალაქიდან, ძალიან გვტკივა პარლამენტის გადატანის საკითხი, – ასე მიმართა ”ახალი მემარჯვენეების” წევრმა ლევან კაპანაძემ მმართველ გუნდს კონსტიტუციასი ამ კონჯრერულ ცვლილებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ქუთაისის გამოცოცხლებას ხელს უშლის კულისებში ლაპარაკი პარლამენტის გადატანასთან დაკავშირებით. ,,ამან ხელი შეუშალა ბიზნესს. უკვე ყველა ვფიქრობთ, რომელ ქვეყანაში წავიდეთ. რეგიონებს მეტი ყურადღება სჭირდებათ”, – განაცხადა კაპანაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე ჩვეულებისამებრ კვლავ სააკაშვილის ხელისუფლებისკენ გაიშვირა თითი და აღნიშნა, რომ –
წინა ხელისუფლებამ ქუთაისში პარლამენტი მიტინგების შიშის გამო გადაიტანა.
”ჩვენ კონკრეტული გეგმები გვაქვს ქუთაისის განვითარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება წინა ხელისუფლების გადაწყვეტილებას ქუთაისში პარლამენტის გადმოტანასთან დაკავშირებით. ყველამ კარგად იცის, თუ რატომ გადმოიტანეს ქუთაისში პარლამენტი – ჭირივით ეშინოდათ მიტინგების, რომელიც იმართებოდა თბილისში, პარლამენტის წინ. ეს იყო რეალური მიზანი. ჩვენი მიზანი კი არის ქუთაისის განვითარება, რასაც უზრუნველყოფს ჩვენი გეგმები”, – განაცხადა კობახიძემ.