მთავარისიახლეებისაზოგადოებაოზურგეთის საბილიარდოში პოლიციელებსა და ახალგაზრდებს შორის ჩხუბი მოხდა

ოზურგეთის საბილიარდოში პოლიციელებსა და ახალგაზრდებს შორის ჩხუბი მოხდა

Published on

 
შსს-ს ცნობით, ოზურგეთში, საბილიარდოში მომხდარი ჩხუბის შედეგად პოლიციის 2 თანამშრომელი დაშავდა, დაკავებულია 3 ახალგაზრდა მამაკაცი.
 
 საბილიარდო, სადაც  ჩხუბი მოხდა, უშუალოდ  პოლიციის განყოფილების სიახლოვეს მდებარეობს. 
 
ოფიციალური ვერსიით ახალგაზრდებსა და სამართალდამცველებს შორის ინცინდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციის თანამშრომლები ხმაურის გამო საბილიარდოში შევიდნენ. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ახალგაზრდებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს, რასაც მათი მხრიდან ძალადობა მოჰყვა. 
 
ვრცელდება სხვა ინფორმაციაც-  თვითმხილველები ამბობენ,რომ ინცინდენტი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულ პოლიციელებსა და ახალგაზრდებს შორის ბილიარდის თამაშის დროს მოხდა. 
 
 მომხდარ ჩხუბზე გამოძიება  „სისხლის სამართლის კოდექსის“ 353-ე მუხლით დაიწყო, რაცსაზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას გულისხმობს 
 
 
 

სიახლეები

მინისტერიალზე საქართველოს მიწვევა ელჩის დონეზე მიუღებელია – საგარეო საქმეთა სამინისტრო

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ლუქსემბურგში დაგეგმილ მინისტერიალზე არ არის მიწვეული საქართველოს საგარეო...

რა თქვა დონალდ ტრამპმა გაეროს ტრიბუნიდან

გაეროს ტრიბუნიდან დონალდ ტრამპის ციტატების კრებული: 🔹არ არსებობს ამერიკის შეერთებული შტატების სადარი სხვა ქვეყანა. 🔹აშშ-ს აქვს...

ორსულობის დროს „პარაცეტომოლის“ გამოყენებასა და აუტიზმს შორის კავშირის მტკიცებულებები არ არსებობს – ევროკომისია

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადების საპასუხოდ, ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ორსულობის დროს „პარაცეტომოლის“ გამოყენებასა და...

“დილით არჩევნებზე და საღამოს აქციაზე” ივანიშვილის თამაშია – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმიანება იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც მოსახლეობას მოუწოდებს, რომ 4 ოქტომბერს...