მთავარისიახლეებიკონფლიქტებიაფხაზეთში პრემიერ - მინისტრის გადადგომას ითხოვენ

აფხაზეთში პრემიერ – მინისტრის გადადგომას ითხოვენ

Published on

სოხუმი. პოლიტიკური პარტია ,,ამცახარა’’ აფხაზეთის პრემიერ – მინისტრის არტურ მიქვაბიას გადადგომას ითხოვს.

ეს მოთხოვნა მოყვა სკანდალს, რომელიც პრემიერის გარშემო აგორდა გაერთიანება ,,აფხაზჩაის'' გენერალური დირექტორის ა. ოტირბას განცხადებას იმის შესახებ, რომ  იგი მას ფულს სძალავდა  თავისი მხარდაჭერის სანაცვლოდ.

,,ამცახარა’’ აღშფოთებულია პრეზიდენტ ხაჯიმბას  მიერ ამ ფაქტის იგნორირებით  მიუხედავად საზოგადოებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების პროტესტისა  და ამხელს მას იმაში, რომ სწორედ მისი ხელშეწყობით მოხდა არათუ პრემიერის გამომძალველობის ფაქტის მიჩქმალვა, არამედ თავად ოტირბას მიერ ბიზნესისა და საჯარო სამსახურის შეთავსება, რაც ,,უნიტარული საწარმოების შესახებ’’ აფხაზეთის კანონის უხეშ დარღვევას წარმოადგენს.  

,,კანონის იგნორირება ნორმად იქცა ახლანდელი ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში – აცხადებს ,,ამცახარა'' –  ანალოგიური შეთავსებები ყოველ ნაბიჯზე ხდება, ერთერთი ასეთი მაგალითია ,,აფხაზეთის ღვინისა და წყლების“ კომპანიის გენერალური დირექტორის პოსტის შეთავსება ეკონომიკის ყოფილი მინისტრის  ე. ხოჯავას მიერ''.

,,ამცახარას'' პოლიტსაბჭოს განცხადებით, რესპუბლიკის ხელმძღვანელობის, კერძოდ პრეზიდენტისა და პრემიერის  ამგვარი დამოკიდებულიება იმ კანონებისადმი, რომელთა დაცვა მათი თანამდებობრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, მეტყველებს იმაზე, რომ მათ არ სურს თავიანთი  ნებსითი თუ უნებლიე ჩავარდენების აღიარება და სისტემური ხასიათის შეცდომებისა და გადაცდომების გამოსწორება. მოვითხოვთ არტურ მიქვაბიას, როგორც მინისტრთა კაბინეტის დისკრედიტირებული ხელმძღვანელის გადადგომას – აცხადებს ,,ამცახარა'' 

სიახლეები

EU-ის ქვეყნებიდან გამოძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა

EU-ის ქვეყნებიდან გამოძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა - 2025 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში...

მადამ პრეზიდენტ – ირაკლი ზარქუა სალომე ზურაბიშვილზე

"მადამ პრეზიდენტ, რა ჰქვია იმას, სალომე ზურაბიშვილის შედგენილ რეზოლუციაზე სერიოზულად როგორ გელაპარაკოთ? იმის შედგენილია...

ტროტუარზე დგომის გამო, ელენე გელაშვილს 2-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

ტროტუარზე დგომის გამო უწყვეტი პროტესტის მონაწილეს, ელენე გელაშვილს 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად...

შსს-ს განცხადებით, “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, "ქურდულ...