მთავარისიახლეებისამართალიქართული ოცნების ყრილობის პარალელურად მიმდინარე აქციაზე დაკავებულები ხელწერილით გაათავისუფლეს

ქართული ოცნების ყრილობის პარალელურად მიმდინარე აქციაზე დაკავებულები ხელწერილით გაათავისუფლეს

Published on

ექსპო ჯორჯიასთან ქართული ოცნების ყრილობის პარალელურად მიმდინარე აქციაზე 9 აქტივისტი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით,მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან. კერძოდ, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას.

აქციაზე დაპირისპირება ბანერის გაშლის მცდელობას მოყვა. ბანერით აქტივისტები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ის გაყალბდა.

მცირე ხნის შემდეგ დაკავებულები ხელწერილით გაათავისუფლეს.

როგორც ერთ-ერთმა აქტივისტმა, გიორგი მუმლაძემ განაცხადა, დაკავების პროცესში სამართალდამცავები მის მიმართ აგრესიულები იყვნენ და მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

“ზოგადად ვაპროტესტებდით გაყალბებულ არჩევნებს და რეალურად, დღეს იმართებოდა ხმების ქურდების თავყრილობა, ვისაც უნდა რომ საქართველო იქცეს რუსეთად. ამიტომ, სამოქალაქო აქტივისტები, ბუნებრივი, ამას არ დავუშვებთ, შევებრძოლებით ყველა ხერხით, რაც გვაქვს, რა თქმა უნდა მშვიდობიანი პროტესტით.

პოლიცია იმის ნაცვლად, რომ იცავდეს წესრიგს და დასდევდეს კრიმინალს, დაგვდევს ჩვენ, სამოქალაქო აქტივისტებს და არ გვაძლევს საშუალებას ჩვენი კონსტიტუციური პროტესტის რეალიზების”, — განაცხადა მან ჟურნალისტებთან.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...