მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ლიფსიტები ეუბნებიან ვეშაპებს, გაიწიეო. სააკაშვილმა მართლა უარი რომ თქვას ქართულ პოლიტიკაზე, ...

“ლიფსიტები ეუბნებიან ვეშაპებს, გაიწიეო. სააკაშვილმა მართლა უარი რომ თქვას ქართულ პოლიტიკაზე, ხომ წარმოგიდგენიათ, აქ რა იქნება?” – გუბაზ სანიკიძე

Published on

“ლიფსიტები ეუბნებიან ვეშაპებს, გაიწიეო” – ასე პასუხობს ენმ-ძალა ერთობაშიას წევრი, გუბაზ სანიკიძე ჟურნალისტის კითხვას, რომ ბიძინა ივანიშვილის წასვლამ გააჩინა მოსაზრება, მეორე მისი წონის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის ქართული შიდა პოლიტიკიდან გაცლისა და ჩაჩოჩების შესახებ.

“მეტი რაღა უნდა ჩაიჩოჩოს? გასაკვირი ამბავია, რა აღარ გამიგია, როგორი მრუდე ლოგიკა არ მომისმენია, როგორი პროპაგანდა, როგორი სიცრუე გინდა ისტორიაში ან დღევანდელობაში, ასეთი რამე არ გამიგია. ლიფსიტები ეუბნებიან ვეშაპებს, გაიწიეო და ამნაირი რამე ცოტა გაუგებარია. გაქრეს სააკაშვილი?!

სააკაშვილმა მართლა უარი რომ თქვას ქართულ პოლიტიკაზე, თქვენ ხომ წარმოგიდგენიათ, აქ რა იქნება? დინასტიური ცვლილება იქნება, ბაგრატიონების მაგივრად ივანიშვილები დასხდებიან საქართველოს ტახტზე, ვერ ატყობთ რომ ეს აქეთ მიდის? ხელის შემშლელი არ იქნება არავინ. რომ ამბობენ გაიწიოს სააკაშვილიო, სააკაშვილი რომ გაიწევა, ვაკუუმი ხომ შეიქმნება, ბუნებრივია, ვინ შეავსებს ამ ვაკუუმს? ლიფსიტები შეავსებენ ამ ვაკუუმს?”. – თქვა სანიკიძემ პალიტრანიუსის ეთერში.

მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც კვლავ ირწმუნება, რომ პოლიტიკიდან მიდის, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ თქვა, “თუკი მიხეილ სააკაშვილიც იმავე განცხადებას გააკეთებს, რომ ქართული პოლიტიკიდან წავა, იქნება ძალიან კარგი”.

სიახლეები

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 000 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 000 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს, რაც ისტორიაში ამ ტიპის შეიარაღების...

ანგარიშები გაუყინეს ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს, რომელიც რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა

ანგარიშები გაუყინეს TV პირველის გამომძიებელ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს, რომელიც რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. ცნობილია,...

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 000 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს, რაც ისტორიაში ამ ტიპის შეიარაღების ყველაზე დიდი მიწოდებაა

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 000 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს, რაც ისტორიაში ამ ტიპის შეიარაღების...

ჩვენ შევაჩერებთ სახელმწიფო მედიასაშუალებების მუშაობას – მადიარი

უნგრეთის მომავალმა პრემიერმინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ შეწყვეტს სახელმწიფო მედიასაშუალებების მაუწყებლობას და მოამზადებს მედიარეფორმას,...