მთავარისიახლეებისაზოგადოებანიუტონის ვაშლი მეცნიერებაში და ჯეჯელავას ვაშლი ქართულ სკოლაში

ნიუტონის ვაშლი მეცნიერებაში და ჯეჯელავას ვაშლი ქართულ სკოლაში

Published on

“ჩემი ოცნებაა, რომ ყველა სკოლის შესასვლელში ვაშლიანი თასი იდგას” –  ამის შესახებ ვიცე–პრემიერმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, სკოლის ბუფეტებიდან არაჯანსაღი საკვების ამოღების ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.
 
მინისტრის თქმით, სკოლებში ჯანსაღი პროდუქტის შეტანის საკითხზე ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად მუშაობენ.
 
“სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ვთანამშრომლობთ ძალიან აქტიურად. გვინდა და აქ უკვე დაძალება არ გამოვა, ეს იქნება უფრო შეთავაზება [სკოლებისთვის], ეს იქნება ჯანსაღი პროდუქტი, ბოსტნეული, ხილი. უნდა შევეცადოთ, შვედეთში იყო პროექტი, რომ სოფლის მეურნეობამ დაიწყო პროექტი და ყველა სკოლის შესასვლელში დადგა ვედრო/თასი ვაშლით. თუ არ გინდა, ნუ შეჭამ. ჩემი ოცნებაა, რომ ყველა სკოლის შესასვლელში ვაშლიანი თასი იდგას. ნუ შეჭამს თუ არ უნდა, ბოლოს მაინც შეჭამს, ესუსნავებათ ბავშვებს და მიადგებიან იმ ვაშლს და შეჭამენ”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ
 
მისივე თქმით კონტროლის მექანიზმში მშობელთა ჩართულობა მნიშვნელოვანია და მათგან რეკომენდაციების მიღებისთვის მზად არიან.
 
“სკოლები გააფორმებენ ხელშეკრულებას, რომელიც ამას დაარეგულირებს და საშუალება ექნებათ, იმ კონტრაქტორს, რომელიც წესებს დაარღვევს შეუწყვიტონ ეს ხელშეკრულება. ასევე, ჩვენი მხრიდან სკოლებს, ადმინისტრაციას, დირექტორს ექნება ძალიან კონკრეტული მითითება, რომ პირადად გააკონტროლოს. დირექტორები შეძლებენ, რომ ეს არ მოხდეს მათ სკოლაში, თუ ეს გახდება მათი შეფასების ინსტრუმენტი და ეს აუცილებლად გახდება”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
 
 შეგახსენებთ,  განათლების სამინისტრომ სკოლის ბუფეტებში არაჯანსაღი საკვების შეტანის აკრძალვის კამპანია წამოიწყო .

სიახლეები

მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები

ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...

NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...

საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...