მთავარისიახლეებისაზოგადოებასენაკში ახალგაზრდა მამაკაცი ყელგამოჭრილი იპოვეს

სენაკში ახალგაზრდა მამაკაცი ყელგამოჭრილი იპოვეს [Video]

Published on

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოტიანეთში გარდაცვლილი ახალგაზრდა ნახეს. 32 წლის ავთო გრიგოლია საკუთარ ეზოში მამამ ყელგამოჭრილი იპოვა.

ერთ-ერთი ვერსიით, მამაკაცი მოკლულია. მეზობლების თქმით, მას ყელის არეში ჭრილობა, სავარაუდოდ დანით აქვს მიყენებული. მეორე ვერსიით, ავთო გრიგოლიამ თვითდაზიანება მიიყენა და სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.

გარდაცვლილის მეზობლები ჯერჯერობით ვერ საუბრობენ, თუ რა გახდა მომხდარის მიზეზი და კონკრეტულად, ვინ მიაყენა სასიკვდილო დაზიანებები ახალგაზრდა მამაკაცს.

ამ წუთებში ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. თუმცა, გამორიცხული არ არის რომ გამოძიების მსვლელობის დროს კვალიფიკაცია შეიცვალოს.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...