მთავარისიახლეებიმსოფლიოკონგრესში სხდომა განახლდა - ბაიდენის გამარჯვება დღესვე გაფორმდება

კონგრესში სხდომა განახლდა – ბაიდენის გამარჯვება დღესვე გაფორმდება

Published on

კონგრესში განახლდა ერთობლივი სხდომა, სადაც ამომრჩეველთა კოლეგიის ხმები უნდა დაითვალონ, რათა გაფორმდეს ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტება. ამ წუთებში წარმომადგენლები სიტყვით გამოდიან.

შეკრებილებს შორისაა ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, რომელმაც თქვა – დავუბრუნდეთ საქმეს. პენსი სიტყვითაც გამოვიდა, სადაც თქვა, რომ ამ შეკრებით, მსოფლიო კიდევ ერთხელ დაინახავას ამერიკის დემოკრატიის სიძლიერეს.

შეგახსენებთ, სენტმა მხოლოდ 12 ხმის დათვლა მოასწრო სხდომის ჩაშლამდე.

სხდომა კი, დღეს, დღისით მას შემდეგ შეწყდა, რაც პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერები შენობაში შეჭრნენ, იყო სროლა, არიან დაკავებულებიც. დაჭრილი ადამიანი გარდაიცვალა.

ამერიკის დედაქალაქი კვლავაც კომენდანტის საათი მოქმედებს.

კაპიტოლიუმში შეჭრის შემდეგ, პრეზიდენტმა ტრამპმა მაიკ პენსზე თქვა, რომ მას საკმარისი სიმამაცე არ ჰქონდა ქვეყნის დასაცავად. თავის მხრივ, ვიცე-პრეზიდენტი წინააღმდეგი არაა ბაიდენის პრეზიდენტობა ოფიციალურად გაფორმდეს.

ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებს უკვე მოჰყვა საერთაშორი გამოხმაურებები.

პრეზიენტი ჯორჯ ბუშის გამოეხმაურება შეგიძლიათ ნახოთ აქ. სახელმწიფო მდივანმა, პრეზიდენტ ბუშის მსგავსად თქვა, რომ ძალადობა მიუღებელია.

კაპიტოლიუმში შეჭრის შემდეგ, თეთრ სახლს თანამშრომლები ტოვებენ. ამ წუთებში ცნობები ვრცლედება კიდევ რამდენიმე თანამშრომელზე, რომელიც ფიქრობს თეთრი სახლიდან წასვლაზე.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...