მთავარისიახლეებისაზოგადოებაქარისგან დაზიანებული სახურავების აღდგენით სამუშაოებს გუბერნატორი გაეცნო

ქარისგან დაზიანებული სახურავების აღდგენით სამუშაოებს გუბერნატორი გაეცნო

Published on

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარისგან დაზიანებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების აღდგენა აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს ადგილზე დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, მოადგილესთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და წალენჯიხის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად გაეცნო. 
 
„მუშაობა სრული დატვირთვით მიდის, გადახურვის სამუშაოები ხარისხიანად ტარდება, მთავრობამ დროულად გამოყო ფინანსური რესურსები, რათა აღმოფხვრათ ის ზარალი, რაც მოსახლეობას ძლიერი ქარის შედეგად მიადგა“ – განაცხადა გუბერნატორმა.
 
წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატის გოგა გულორდავას, განცახდებით მრავალბინინი კორპუსების გადახურვის სამუშაოები ათ დღეში დასრულდევბა. იმ კერძო საცხოვრებელი სახლების მფლობელები კი ვისაც ქარმა სახურავები დაუზიანა გადასახური მასალით დაკმაყოფილდებიან.
 
წალენჯიხაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 564 ათასი ლარი საქართველოს მთავრობის განკარგულებით გამოიყო. რამდენიმე დღის წინ ძლიერმა ქარმა წალნჯიხასა და ჯვარში 12 მრავალბინინი კორპუსი და 70-მდე კერძო საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა.
 

სიახლეები

პრივილეგიაა – ვნახავთ, რა იქნება პასუხი და მივიღებთ საჭირო გადაწყვეტილებას-ფიშერი უვიზოზე

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა ევროკავშირს 2024 წლის დასაწყისიდან დაშორდა. ქვეყანა შორდება ევროკავშირს დიდი სისწრაფით,...

დამატებითი ბრძოლის ველია, უთანასწორო მდგომარეობის მიუხედავად – ხაზარაძე არჩევნებზე

ლელო-ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მის და გიორგი გახარიას გუნდს შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე...

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა.  თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომა ამ...

გორში 3 პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრეს – დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 15 ივლისს, გორში, სოფელ ხელთუბანში სამართალდამცველებს თავს დაესხნენ, სამ პოლიციელს...