მთავარისიახლეებიკულტურადადიანების სასახლის უბადრუკი დუბლი ვიღაცის სასტუმროდ? იშო, პატონი!

დადიანების სასახლის უბადრუკი დუბლი ვიღაცის სასტუმროდ? იშო, პატონი!

Published on

ისტორიკოსი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, სადაც ზუგდიდის დადიანების სასახლის მსგავსი შენობაა გამოსახული.

„შეუცნობელია გზანი უფლისანი – ვიღაცას დადიანების სასახლის მსგავსი კორპუსი აუშენებია ლისზე”, – წერს გიორგი კალანდია.

როგორც ირკვევა, აღნიშნული შენობა სასტუმროა, მედიაში გავრცელებული გადაუმოწმებელი ინფორმაციით იგი კომპანია “ზეარის” (ჭაჭა) დამფუძნებლის, გოჩა ფიფიას საკუთრებაადა გაფორმენბულია როგორც ქართულ-ფრანგული ღვინის სასწავლო ცენტრად იმისათვის რომ დაეშვათ ნებართვა მშნებლობისა რეკრეაციულ ზონაშია.

სასტიმროში დაბინავებულებს სთავაზობენ ლეგენდას რომ ბარათაშვილმა ეკატერინე ჭავჭავაძესთან ერთად ლისის ტბის მახლობლად გასეირნება გადაწყვიტა, გასეირნების დროს პოეტი სატრფოს დაჰპირდა, რომ მათი სიყვარულის სიმბოლოდ ამ ადგილზე სასახლეს ააშენებდა, თუმცა ბარათაშვილი 26 წლის ასაკში გარდაიცვალა და დანაპირები შეუსრულებელი დარჩა.

პროექტის ავტორებმა კი, როგორც ჩანს, ლეგენდა რეალობად აქციეს და სწორედ იმ ადგილზე, სადაც ბარათაშვილი და ეკატერინე ჭავჭავაძე სეირნობდნენ, დადიანების სასახლის მსგავსი სასტურმო ააშენეს.

და დადიანების სასახლე რა შუაშია, კულტურული მემკვიდრეობის ამგვარი ტირაჟირება და მფლობელების იგნორირება ვის სმენია? იშო, პატონი!

სიახლეები

მართვის მოწმობის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდა მარტივდება

სატრანსპორტო საშუალებების მართვის მოწმობის აღების წესი და პირობები იცვლება. შესაბამისი ბრძანება შინაგან საქმეთა მინისტრმა,...

ლევან ხაბეიშვილს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტ საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა...

მურთაზ ზოდელავას 9 თვიანი პატიმრობა შეეფარდა

ყოფილ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე 9 თვიანი...

ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ – ვინ უღალატა სააკაშვილს?

ვინ უღალატა მიხეილ სააკაშვილს? - საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სკანდალური განცხადება სასამართლო პროცესზე გააკეთა და...