მთავარისიახლეებისამართალიოდესის აეროპორტში ე.წ "კანონიერი ქურდი", მინდია გორაძე, იგივე ლავასოღლი დააკავეს

ოდესის აეროპორტში ე.წ “კანონიერი ქურდი”, მინდია გორაძე, იგივე ლავასოღლი დააკავეს

Published on

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოდესის აეროპორტში ქართველი ე.წ “კანონიერი ქურდი”, მინდია გორაძე, იგივე ლავასოღლი დააკავეს.  

მათი ინფორმაციით, ლავასოღლი უკრაინაში ბელარუსიდან ჩავიდა, მას საბუთები არ ჰქონდა და შემოწმებისას გააჩერეს.  მათივე ცნობით, სამართალდამცველები გორაძის ბელარუსში დაბრუნებას გეგმავდნენ, თუმცა, ე.წ. “კანონიერი ქურდი” თვითდაზიანების მიყენებით იმუქრებოდა. 

თვითმფრინავის კაპიტანმა მის ტრანსპორტირებაზე უარი თქვა. ლავასოღლი ამ დრომდე ოდესის აეროპორტში იმყოფება. 

გორაძის ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე ამბობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფორმაცია არ აქვს. 

საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში მინდია გორაძეს პატიმრობა ემუქრება გამომდინარე იქიდან, რომ 2018 წელს მას სასამართლომ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...