მთავარისიახლეებისაზოგადოება,,ნაციონალური მოძრაობა'' თამბაქოს შესახებ კანონპროექტში შესულ ცვლილებებს მთავრობის მიერ თამბაქოს კომპანიების ლობირებით...

,,ნაციონალური მოძრაობა” თამბაქოს შესახებ კანონპროექტში შესულ ცვლილებებს მთავრობის მიერ თამბაქოს კომპანიების ლობირებით ხსნის

Published on

ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე თამბაქოს შესახებ კანონპროექტის განხილვას კამათი მოჰყვა. უმრავლესობამ მეორე მოსმენისთვის პირველი ვერსიისგან განსხვავებული პროექტი წარადგინა, სადაც ცვლილებების ამოქმედების გადავადებაა ასახული.
 
ამ ფაქტს ოპოზიციის ნაწილი უმრავლესობის მიერ შესაბამისი კომპანიების ლობირებით ხსნის.პარლამენტის ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის'' თავმჯდომარე, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ მთავრობა თამბაქოს კომპანიებს ლობირებს.  
 
მმართველი გუნდის ინიციატივას თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლებთან კონსულტაციების გამართვასთან დაკავშირებით აკრიტიკებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძეც,  
საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი, შალვა თადუმაძე კი აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს თანამშრომლობა ჯანდაცვის სფეროსთან უნდა ხორციელდებოდეს ნებისმიერ შემთხვევაში, თუმცა საჯაროობა უნდა დაიცვან.
 
შეთავაზებული ცვლილებები მომავალი წლის მაისიდან ამოქმედდება. 

სიახლეები

ნანუკა ჟორჟოლიანი პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ნანუკა ჟორჟოლიანი გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს. ჟორჟოლიანი აღნიშნავს,...

NATO-ში საქართველოს წარმომადგენლად ირაკლი ბერაია დაინიშნა

NATO-ში საქართველოს წარმომადგენლად ირაკლი ბერაია დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ივანიშვილის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. "ირაკლი...

პროტესტის 300 დღე მხოლოდ რიცხვი არ არის, ეს გამბედაობის მტკიცებულებაა – სალომე ზურაბიშვილი

პროტესტის 300 დღე მხოლოდ რიცხვი არ არის, ეს გამბედაობის მტკიცებულებაა - ამის შესახებ საქართველოს...

დააკავეს პირები, რომლებიც ვალუტის გაცვლით ოპერაციებს უკანონოდ ახორციელებდნენ

დააკავეს პირები, რომლებიც ვალუტის გაცვლით ოპერაციებს უკანონოდ ახორციელებდნენ - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა...