მთავარისიახლეებიეკონომიკაელექტროენერგია გაძვირდა. რა დაჯდება სუბსიდირება ბიუჯეტიდან, რომელიც ისევ ჩვენი შრომით ივსება?

ელექტროენერგია გაძვირდა. რა დაჯდება სუბსიდირება ბიუჯეტიდან, რომელიც ისევ ჩვენი შრომით ივსება?

Published on

2021 წელს მთავრობა სუბდიდირებას გაუწევს ელექტროენერგიის დღევანდელ და გაზრდილ ტარიფს შორის სხვაობას 300 კილოვატამდე მოხმარების აბონენტებისთვის.

საქართველოში არის სულ მილიონ 700 ათასი აბონენტი, აქედან მილიონ 600 ათასი აბონენტი მოიხმარს 300 კილოვატზე ნაკლებს, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეების ოჯახების 95% სრულად იქნება სუბსიდირებული ელექტროენერგიაზე ნაზარდი ფასის”, — განაცხადა გიორგი გახარიამ.

მაგრამ რა დაუჯდება ბუჯეტს საყოფაცხოვრებო ელექტროენერგიის 3.5 თეთრით სუბსიდირება?

80 – 90 მილიონი ლარი – აცხადებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელი ვახტანგ ჭარაია

,,საყოფაცხოვრებო სექტორში 1 აბონენტი საშუალოდ 120 კვ/სთ ელექტრო ენერგიას მოიხმარს. შესაბამისად, სუბსიდირება თითოეულ აბონენტზე თვეში დაახლოებით – 4.5 ლარის ტოლი იქნება.

ერთი შეხედვით სწორი გადაწყვეტილებაა. მეორე მხრივ კი ყველაფრის სუბსიდირება ვერ გამოვა. ეკონომიკის მაქსიმალურ ამუშავებას, სადაც კი ეს შესაძლებელია ალტერნატივა არა აქვს. ბიზნესის ბარიერები მინიმუმამდე, წახალისებები კი მაქსიმუმამდე უნდა დაკორექტირდეს. ამისთვის კი პირველ რიგში სტრატეგიული ხედვის დოკუმენტია საჭირო,“-წერს ჭარაია.

სიახლეები

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 000 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 000 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს, რაც ისტორიაში ამ ტიპის შეიარაღების...

ანგარიშები გაუყინეს ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს, რომელიც რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა

ანგარიშები გაუყინეს TV პირველის გამომძიებელ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს, რომელიც რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. ცნობილია,...

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 000 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს, რაც ისტორიაში ამ ტიპის შეიარაღების ყველაზე დიდი მიწოდებაა

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 000 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს, რაც ისტორიაში ამ ტიპის შეიარაღების...

ჩვენ შევაჩერებთ სახელმწიფო მედიასაშუალებების მუშაობას – მადიარი

უნგრეთის მომავალმა პრემიერმინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ შეწყვეტს სახელმწიფო მედიასაშუალებების მაუწყებლობას და მოამზადებს მედიარეფორმას,...