მთავარისიახლეებიეკონომიკა5 მაისიდან, საღამოს 18:00 საათიდან „ბანკ რესპუბლიკის“ სერვისები მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი აღარ...

5 მაისიდან, საღამოს 18:00 საათიდან „ბანკ რესპუბლიკის“ სერვისები მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი აღარ იქნება

Published on

 5 მაისიდან, საღამოს  18:00 საათიდან, „ბანკ რესპუბლიკის“ სერვისები მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი აღარ იქნება. – განცხადებას ამის შესახებ ,,თიბისი ბანკი'' თავის ვებგვერდზე აქვეყნებს
 
  „რესპუბლიკიდან“ გამავალი გადარიცხვების სეჩერება დაკავშირებულია  ,,თიბისი ბანკისა“ და „ბანკ რესპუბლიკის“ გაერთიანებასთან დაკავშირებით, შესაბამისად,  „თიბისი ბანკი“ თხოვნით მიმართავს „ბანკ რესპუბლიკის“ მომხმარებლებს, 5 მაისს, 17:30 საათამდე, „თიბისი ბანკის“ ფილიალებიდან წაიღონ მათთვის უფასოდ დამზადებული „თიბისი ბანკის“ ბარათები, რადგან 5 მაისს, 23:00 საათის შემდეგ, „ბანკ რესპუბლიკის“ ბარათები აღარ იქნება აქტიური.
 
„6 და 7 მაისს  დროებით შეიზღუდება „თიბისი ბანკის“ რამდენიმე სერვისიც – არ იმუშავებს „თიბისი ბანკის“ ფილიალები, სერვის-ცენტრები, ინტერნეტ და მობაილბანკი, სწრაფი გადახდის აპარატები, განვადების ობიექტები და SMS სერვისი.
ხელმისაწვდომი იქნება საბარათე ოპერაციები ბანკომატებსა და პოს-ტერმინალებში, ასევე ელექტრონული გადახდები და სატელეფონო ცენტრი.
 
8 მაისიდან, „თიბისი ბანკის“ ყველა სერვისი სრულად აღდგება, „ბანკ რესპუბლიკის“ კლიენტები „თიბისი ბანკის“ ბაზაში დაინტეგრირდებიან და შეუფერხებლად შეძლებენ მომსახურების მიღებას.
 ანგარიშის ნაშთები ავტომატურად გადაინაცვლებს „თიბისი ბანკში“ ახლად გახსნილ ანგარიშებზე.
 
8 მაისიდან ანგარიშებზე მომსახურების მიღება შესაძლებელი იქნება „თიბისი ბანკის“ და „ბანკ რესპუბლიკის“ ყველა ფილიალში. დამატებითი ინფორმაციისთვის კლიენტებს შეუძლიათ მიმართონ „თიბისი ბანკის“ ან „ბანკ რესპუბლიკის“ სატელეფონო ცენტრს (+995 32 2 90 90 90 ან +995 32 2 27 27 27).
 
„თიბისი ბანკი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს, ტექნიკური გაერთიანების გამო, სერვისების დროებით შეფერხებისათვის. დეტალური ინფორმაცია, გაერთიანების შედეგად, პროდუქტებსა და მომსახურებებში განხორციელებულ ცვლილებებზე იხილეთ ბმულზე: http://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/q-a“

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...