მთავარისიახლეებისაზოგადოებაემიგრანტების და ორგანიზაცია "გოთანას" დახმარება სოციალურად დაუცველ ოჯახებს

ემიგრანტების და ორგანიზაცია “გოთანას” დახმარება სოციალურად დაუცველ ოჯახებს [Video]

Published on

სოციალურად დაუცველი ასობით ოჯახი საახალწლოდ  დახმარების მოლოდინშია,  ამ კატეგორიის ადამიანების რიცხვი დღითიდღე იზრდება. ემიგრანტების შემოწირულობით შეძენილი პროდუქტი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა ორგანიზაცია „გოთანამ“ რამდენიმე სოციალურად უკიდურესად ღარიბ ოჯახებს გადასცა. შორენა ბოკუჩავა მრავალშვილიანი მარტოხელა დედაა, მან დღეს სურსათთან ერთად გაზქურაც მიიღო. აფხაზეთიდან დევნილი სოფო გვაგვალია ორ მცირეწლოვან შვილს ამ პირობებში ზრდის, ამბობს რომ მისთვის ეს დახმარება დროული და აუცილებელი იყო.

ორგანიზაცია „გოთანა“ პოლიტიკოსებს ხალხის მიმართ მეტი ყურადღების გამოჩენასა და მათი დახმარებისკენ მოუწოდებს

 „გოთანა“ ახლადშექმნილი სამოქალაქო  მოძრაობაა, რომელიც  მომავალში სხვადასხვა ტიპის საქველმოქმედო აქციებს გეგმავს.

სიახლეები

წლების მანძილზე კობახიძე ცილს მწამებდა – ირმა ინაშვილი

“ვინაიდან ბევრი ადამიანი მწერს, ფრაგმენტულად ვპასუხობ შეკითხვებს. კიდევ ერთხელ ვამბობ: არანაირი კამპანია არც სოციალურ...

მე საერთოდ ვერ გავაკეთებ კომენტარს ამ განცხადებაზე – კობახიძე ღარიბაშვილის განცხადებაზე

“მე ვნახე ეს განცხადება. არ ვიცი რაზეა საუბარი, მე ვიცი ერთ რამ, რომ არის...

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...