ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდა
დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას ჟურნალისტმა თქვა, რომ ბრალს არ აღიარებს და „ეს არის პოლიტიკური დაკვეთა მდინარაძის ავტორობით, მას მხარს უმაგრებს სიყრმის მეგობარი – გენპროკურორი გიორგი გვარაკიძე. […] ბრძოლა გაგრძელდება გამარჯვებამდე! სიმართლე სინათლეა!“
საქართველოს პროკურატურამ თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით ელისო კილაძე 18 თებერვალს დააკავა. ე.წ. „ქოლცენტრების“ საქმეზე ჟურნალისტ ელისო კილაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით აქვს წარდგენილი, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას – ფულის გათეთრებას გულისხმობს.
აღნიშნულ საქმეზე ელისო კილაძესთან ერთად პასუხისგებაში მიცემული არიან სხვა პირებიც, მათ შორის ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე და რამდენიმე სხვა ფიგურანტი, რომელთა საქმის გამოძიება და სასამართლო პროცესები ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.