მთავარისიახლეებისაზოგადოებადაკარგული შალვა გულუა სახლში დაბრუნდა

დაკარგული შალვა გულუა სახლში დაბრუნდა [Video]

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 21 დეკემბერს გაუჩინარებული შალვა გულუა, ოჯახის ინფორმაციით, უკვე სახლშია.

ის კამერებთან არ გამოჩენილა. ბიძა ადასტურებს, რომ გულუას უცხო პირებთან ჰქონდა დაპირისპირება, იყო რამდენიმე გასროლაც, თუმცა მისთვის უცნობია ვინ იყვნენ ეს პირები. თავად გულუა, ახლობლების ინფორმაციით, ამბობს, რომ რამდენიმე ადამიანთან პირადი კონფლიქტი ჰქონდა, თუმცა მოტივს არ ასახელებს. 

გარდა ამისა, კატეგორიულად უარყოფს ბადრი ესებუასთან კავშირს და მის გადაყვანას, ასევე პოლიციის მიერ სპეცოოპერაციის ჩატარებას. 

საქმის მასალები ადვოკატს ჯერ არ გადასცემია, გულუა კი უწყებაში – სადაც თავადვე მივიდა – გამთენიამდე იკითხებოდა.

ოჯახი ამბობს, რომ ის არაა დაჭრილი და არც სხვა დაზიანებები აქვს.

ცნობისთვის, გულუა იმ ავტომობილის მფლობელია, რომელიც ნატყვიარი იპოვეს და რომლითაც, არსებული ვერსიით, სოფელ ყულიშკარში ბადრი ესებუა გადაადგილდებოდა ან მასთან გულუას საკვები მიჰქონდა. 

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...