მთავარისიახლეებისაზოგადოებადღეს ოლიგარქს მახინჯაურიდან მეათე, ამჯერად ასწლოვანი კედარი გადააქვს

დღეს ოლიგარქს მახინჯაურიდან მეათე, ამჯერად ასწლოვანი კედარი გადააქვს

Published on

გუშინ, გვიან ღამით დაიწყო.მახინჯაურიდან გურიის დენდროლოგიურ პარკში ასწლოვანი კედარის გადატანის პროცესი  
ხე ამ დროისათვის მახინჯაურში, ყოფილი სასტუმრო მზიურის სანაპიროზეა და მის ბარჟაზე გადატანას ელოდება. ადგილობტივი მცხოვრებლების ინფორმაციით, ამის გამო მოძრაობა საავტომობილო გზაზე რამდენიმე საათით შეფერხდა,  გაჩერებული იყო სარკინიგზო ხაზიც.
 
საპირისპიროს ამტკიცებს შპს "გზის" წარმომადგენელი არჩილ ბასილაძე. იგი  აცხადებს, რომ  ხის გადატანისას საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებით პრობლემა არ შექმნილა. მისივე თქმით, ეს არის ბოლო ხე, რომელიც პარკისთვის მახინჯაურის ტერიტორიიდან გადააქვთ.
 
ბოლო ინფორმაციით, აჭარიდან გურიაში დენდროლოგიურ პარკში 10- ზე მეტი მრავალწლოვანი ხეა გადატანილი. 
 
 

სიახლეები

ნანუკა ჟორჟოლიანი პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ნანუკა ჟორჟოლიანი გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს. ჟორჟოლიანი აღნიშნავს,...

NATO-ში საქართველოს წარმომადგენლად ირაკლი ბერაია დაინიშნა

NATO-ში საქართველოს წარმომადგენლად ირაკლი ბერაია დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ივანიშვილის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. "ირაკლი...

პროტესტის 300 დღე მხოლოდ რიცხვი არ არის, ეს გამბედაობის მტკიცებულებაა – სალომე ზურაბიშვილი

პროტესტის 300 დღე მხოლოდ რიცხვი არ არის, ეს გამბედაობის მტკიცებულებაა - ამის შესახებ საქართველოს...

დააკავეს პირები, რომლებიც ვალუტის გაცვლით ოპერაციებს უკანონოდ ახორციელებდნენ

დააკავეს პირები, რომლებიც ვალუტის გაცვლით ოპერაციებს უკანონოდ ახორციელებდნენ - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა...