მთავარისიახლეებისაზოგადოებაპოლიციელი იმის ნაცვლად, რომ ზრუნავდეს ადამიანის უსაფრთხოებაზე, თვითონ გახდა კრიმინალი

პოლიციელი იმის ნაცვლად, რომ ზრუნავდეს ადამიანის უსაფრთხოებაზე, თვითონ გახდა კრიმინალი

Published on

26 დეკემბერს, გვიან ღამით თელავის რაიონის სოფელ იყალთოში, ვ.ზ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, განზრახულად მოკლა ზ.ს. შემთხვევის ადგილზე ასევე ურთიერთშელაპარაკებისას ხელის არეში დაიჭრა ლ.ბ”.შ

მკვლელობა  ერთერთი ადგილობრივი მცხოვრების, დავით ლაჩაშვილის, სახლში, დაბადების დღის წვეულების შემდეგ მოხდა

მოკლული თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორია. საქმეზე დაკავებულია კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე. დაკავებული პოლიციელი ბრალის ოფიციალურად წარდგენის მოლოდინშია

პროკურატურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დღესვე ქვეყანაში გაზრდილი კრიმინალი სამოქალაქო აქტივისტებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გააპროტესტეს. 

აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას თელავში მომხდარი მკვლელობა და სხვა გამოუძიებელი საქმეები შეახსენეს და თქვეს, რომ პოლიციამ საქართველოში საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ფუნქცია დაკარგა, რადგან ხალხის ნაცვლად, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოებაზე ზრუნავს.

“შსს, იმის ნაცვლად, რომ ზრუნავდეს ადამიანის უსაფრთხოებაზე, თვითონ გახდა კრიმინალი. გუშინ თელავის პოლიციის უფროსის მოადგილემ მოკლა ერთი ადამიანი და დაჭრა მეორე. ამ სისტემის ხელმძღვანელი დაკავებული არის ოლიგარქის უსაფრთხოებით, ხოლო მისი თანამშრომლები გადასული არიან ადამიანების ხოცვაზე”, – ამბობს აქციის მონაწილე, ალიკა კუპრავა.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....