მთავარისიახლეებიმსოფლიოაშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია პირდაპირ ეთერში ჩაიტარა

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია პირდაპირ ეთერში ჩაიტარა

Published on

შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია პირდაპირ ეთერში ჩაიტარა. ჯო ბაიდენმა კომპანია Pfizer ვაქცინა გაიკეთა და მოსახლეობას შესაძლებლობისთანავე აცრისკენ მოუწოდა.

პარალელურად, ევროკავშირის სამედიცინო სააგენტომ გერმანულ-ამერიკული კომპანიების წარმოებული ვაქცინა დაამტკიცა. ევროკავშირის ქვეყნებში, მათ შორის გერმანიაში, საფრანგეთსა და იტალიაში ვაქცინაციია 27 დეკემბერს დაიწყება.

კორონავირუსის ახალი შტამის აღმოჩენის გამო იზრდება იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც დიდ ბრიტანეთთან მიმოსვლას აჩერებენ. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ბრიტანეთთან დაკავშირებით შეერთებული შტატების მთავრობა ქვეყანაში შესვლის ერთ-ერთ პირობად ყველა მგზავრის მიერ COVID-19-ის ტესტზე უარყოფითი პასუხის წარდგენას განიხილავს.

სახელმწიფოების მიერ ბრიტანეთთან სატრანსპორტო მიმოსვლის შეჩერების გამო ქვეყნის მსხვილი სუპერმარკეტები ზოგიერთ პროდუქტზე მოსალოდნელი დეფიციტის შესახებ იუწყებიან.

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო საყოველთაო კარანტინის გამოცხადება დაანონსდა ეკვადორსა და კანადაში, ონტარიოს პროვინციაში.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...