მთავარიUncategorizedჩვენ არჩევნების უზურპაციისთვის არ გვიბრძოლია - პატრიოტთა ალიანსმა მანდატის გაუქმების მოთხოვნით პარლამენტს...

ჩვენ არჩევნების უზურპაციისთვის არ გვიბრძოლია – პატრიოტთა ალიანსმა მანდატის გაუქმების მოთხოვნით პარლამენტს მიმართა

Published on

პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ პარტიის წევრებმა მანდატის გაუქმების მოთხოვნით პარლამენტს მიმართეს.

“ჩვენი პოლიტიკური პარტია ამ ვითარებაში ყოველთვის ხაზს უსვამდა იმას, რომ ჩვენ არ შევალთ პარლამენტში. ჩვენ ვამბობდით და ახლაც ვამბობთ, რომ ვმოქმედებთ დამოუკიდებლად, ჩვენ გვაქვს ჩვენი მოქმედების სტრატეგია ტაქტიკა, მივყვებით ჩვენს დამოუკიდებელ გზას და ჩვენი ყველა ნაბიჯი, მკაფიოდ მინდა ვთქვა, იქნება ზენობრივი, რაც მთავარია, და იქნება სამართლიანი. ჩვენ არ ვიბრძოდით იმისთვის, რომ საქართველოში მომხდარიყო არჩევნების უზუმპაცია, ჩვენ ვიბრძოდით იმისთვის, რომ მიგვეღწია ქვეყანაში თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნებისთვის და ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ. დღეს ჩვენ ამ განცხადებებს შევიტანთ პარლამენტში, ვტოვებთ მანდატებს”, — განაცხადა ინაშვილმა.

მისი თქმით, ამ დრომდე მანდატების გაუქმების შესახებ განცხადებით მიმართვა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო

სიახლეები

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია დაამტკიცა

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ რეზოლუცია დაამტკიცა - რეზოლუციას მხარი 68 დეპუტატმა დაუჭირა...

სანამ ვინმე შეწყალებაზე ისაუბრებს, სინანულზე ილაპარაკოს – პაპუაშვილი პოლიტპატიმრებზე

ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რეჟიმის პატიმრების შეწყალების საკითხზე საუბრისას თქვა, რომ "შენდობას წინ...

ავტოსადილერო კომპანიის დირექტორი თაღლითობისთვის დააკავეს

რუსთავში, თაღლითობის ბრალდებით, ერთ-ერთი ავტოსადილერო კომპანიის დირექტორი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ...

ფოთში მატარებლის ვაგონის ავზიდან, 3 000-მდე ლიტრი საწვავი მოიპარეს დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ჩადენილი...