სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 41 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რეგიონის ექვს კოვიდცენტრში მკურნალობს 303 კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათგან 27 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში იმყოფება 137 კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათ შორის საშუალო სიმძიმის არის 80, ხოლო მძიმეა ექვსი პაციენტის მდგომარეობა.
დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 110 ადამიანი, რეგიონის საკარანტინე სივრცეებში კი, იმყოფება 64 ადამიანი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა ერთი კოვიდდადასტურებული პაციენტი.